ანტონიო კონტე სერია ა-ში დაბრუნებასთან ძალზედ ახლოს არის
მაშინ როდესაც ყველა ფიქრობდა, რომ ანტონიო კონტე მილანს ან ინტერს ჩაუდგებოდა სათავეში, სიტუაცია როგორც ჩანს სხვა მიმართულებით განვითარდება:
ერთი პერიოდი ანტონიოს ტურინში დაბრუნებასაც კი უწინასწარმეტყველებდნენ.. თითქოს ატლეტიკოსთან მატჩის შემდეგ ანდრეა ანიელისა და მაქს ალეგრის შორის შავმა კატამ გაირბინა, მაგრამ ვითარება მალევე შეიცვალა და მადრიდულ კლუბზე შთამბეჭდავი გამარჯვების შემდეგ შეშლილის იუვედან წასვლაზე სიტყვაც კი არავის დაცდენია.
მაშინ რა ბედი ეწევა ექს იუვენტინოს რომელიც ჩელსის შემდეგ უმუშევარია? მილანი და ინტერი აქტიურობდნენ.. თითქოს ჯუზეპე მაროტა მის ნერიაძურიში მოწვევას დაჟინებით მოითხოვდა, მაგრამ ვითარება როგორც ჩანს იცვლება.
კერძოდ, დედაქალაქურმა რომამ როგორც ჩანს დაიწყო მოლაპარაკებები ანტონიოსთან და თუ იტალიელ ჟურნალისტებს დავუჯერებთ, საუბარი პროგრესულ ეტაპზეა და არ უნდა გაგვიკვირდეს თუ უკვე ივნისიდან ემოციურ ანტონიოს სწორედ მგლებში ვიხილავთ..
აქედანვე არის ცნობილი, რომ კლაუდიო რანიერი გუნდს მიმდინარე სეზონის დასრულებამდე გაწვრთვნის, ხოლო შემდგომ საქმეს როგორც ჩანს ანტონიო შეუდგება..
არადა რა ლამაზ ფეხბურთს თამაშობს რომა ფეხბურთელებიც კარგები ყავდა მარა ყოველთვის რაღაც აკლდა ეხლაც და ადრეც.
სპალი უნდა გავღუნოთ დღეს !
უფრო სწორედ, უნდათ რო ითამაშონ) ნაპოლის არ იყოს)
რომას კონტე კი არა იულიუს კეისარი რო გაცოცხლდეს ისიც ვერ უშველის)))