ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფეხბურთელების შეფასებები

გთავაზობთ იუვენტუსის ფეხბურთელების შეფასებებს სპალთან გამართული მატჩის შემდეგ:

პერინი – 6 – გაშვებულ ბურთებში მისი დადანაშაულება შეუძლებელია. რამდენიმე ეპიზოდში ყურადღებით მოქმედებს.

დე შილიო – 6 – საკმაოდ ნორმალურად ირჯება სამ მცველიან ტაქტიკაში.. ცდილობს წინ წასვლსაც თუმცა..

ბარძალი – 6 – ხელმძღვანელობს გოცის და ეხმარება დე შილიოს.. ხაზს უსვავს საკუთარ მაღალ დონეს.

გოცი – 6.5 – ალბათ ნორმალური იქნებოდა, მას რომ ფეხი აკანკალებოდა, მაგრამ არა.. პირიქით, მისმა საიმედო ასპარეზობამ სიმშვიდე მოგვიტანა. მართალია, მეორე გაშვებულ ბურთში მეტი ჩართულობა იქნებოდა კარგი, თუმცა ეს ერთადერთი ნეგატიური ეპიზოდია დიდებული დებიუტის.

სპინაცოლა – 5.5 – არ ბრწყინავს.. თუმცა, მეორეს მხრივ გოცის მაქსიმალურად ეხმარება.. და ამით იფარგლება მისი ასპარეზობა.. არადა გასული კვირის მანძილზე რაც ვნახეთ, ბუნებრივია მეტს ვითხოვთ.

კუადრადო – 6 – საკმაოდ დიდი დრო გაუცდა და ჯერ ბოლომდე მზად არ არის.. თუმცა, პერიოდულად ბრწყინავს, ხოლო პერიოდულად ქრება.. საერთო ჯამში ნორმალური დაბრუნება გამოვიდა.

ბენტანკური – 6 – მიყავს საკუთარი გუნდის ნახევარდაცვა.. მცირეოდენი შეცდომებით, თუმცა სერიოზული არაფერი.

კასტანოსი – 5.5 – დაახლოებით ერთი საათის მანძილზეა მოედანზე და საერთოდ არის გუნდს მოწყვეტილი.. კი ცდილობდა გუნდისთვის სასარგებლო როლი ეპოვა, მაგრამ.. მოდით ეს ყოველივე გამოუცდელობას დავაბრალოთ.

ნიკოლუსი კავილია 61 წუთიდან – 6 – აქტიურად ერთვება.. აკეთებს რამდენიმე სწორ გადაცემას და ურტყამს სახიფათოდ მეტოქის კარში.. მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ მეორე გაშვებული ბურთის ეპიზოდი, როდესაც მეტოქეს პრაქტიკულად არ შეუშალა ხელი წარმატების მიღწევაში.

კანსელუ – 6.5 – ალბათ ერთადერთია მოედანზე, რომლისგანაც ნებისმიერ წამს შეიძლება რამე მომხდარიყო.. სწორედ მისმა მარცხენამ მოიტანა გოლი, რომელიც შემდგომ კინმა დააგვირგვინა.

დიბალა – 5 – წესით და რიგით ეს ის დღე უნდა გამხდარიყო, როდესაც არგენტინელი გაიბრწყინებდა.. მაგრამ ლა ჯოია უკვე დიდი ხანია ასე აღარ ირჯება.. უამრავი შეცდომა და არანაირი იდეა.. მხოლოდ და მხოლოდ აგრესია რომელიც არაფერში წაადგა..

კინი – 7 – კარზე არის დაგეშილი და სულ ბურთის ძიებაშია, რომელსაც ხელსაყრელ მომენტში კარში გაუშვებს.. კანსელუს დარტყმა საერთოდ ცდებოდა ალბათ კარს, მაგრამ მისმა ინსტიქტმა სასურველი შედეგი გამოიღო.

მავიდიდი 70 წუთიდან – 5.5 – ბევრი ირბინა და იბრძოლა, მაგრამ ასეთ რთულ ვითარებაში მსგავსი გამოცდილებით რაიმე შეცვალო ურთულესი მისიაა.

ალეგრი – 5.5 – დიახ, გვესმის რომ აიაქსია წინ.. მაგრამ მარცხი რომ კარგი არასდროს არის? ახალგაზრდების თვალსაზრისით ეს კარგი ტესტი იყო და უმეტესობამ კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

 

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x