ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტურინელთა სავარაუდო სასტარტო შემადგენლობა სპალთან

გთავაზობთ იტალიური მედიის პროგნოზს სპალთან ტურინელთა სავარაუდო სასტარტო შემადგენლობასთან დაკავშირებით:

კარს მატია პერინი დაიცავს ეს თავად მაქსმაც განაცხადა წინასამატჩო პრეს-კონფერენციაზე.. სადაც ასევე აღნიშნა, რომ გადაწყვეტილებას მიიღებდა ერთბაშად რამდენიმე იუვენტინოსთან მიმართებით, რადგან ბოლო ხანებში მათ საკმაო რაოდენობის შეხვედრაში მოუწიათ მონაწილეობის მიღება..

ალეგრიმ შეაფასა და გადაწყვიტა, რომ სპალთან პიანიჩის, რონალდუს და მანჯუკიჩის გარეშე სტრუმრებოდა.. ნუ ტრავმირებულებზე აღარც ვწერთ, ისედაც ყველამ კარგად იცით მათი ვინაობა ამ წამისთვის..

განაცხადში არაერთი პრიმავერას და 23 წლამდელთა რიგებში მყოფი მოთამაშეები არიან მოხვედრილნი.. წინასწარი პროგნოზით ერთ-ერთი მათგანი დაცვის ხაზში იასპარეზებს..

ბარძალი ხანგრძლივი შესვენების შემდეგ განაცხადშიც დაბრუნდა და როგორც ამბობენ მატჩს პირველსავე წუთებიდან დაიწყებს.. არადა ალეგრიმ წინასამატჩოზე განაცხადა, რომ საერთოდ არ აპირებდა მის წაყვანას.. აღსანიშნავია, რომ პროგნოზის მიხედვით საქმე 3-5-2 სქემასთან გვექნება და ბარძოს ცენტრში ახალგაზდა გოცი და დე შილიო დაეხმარებიან.

რაც შეეხება ფლანგებს.. ჟოაო კანსელუ – ადამიანი გმირი და ანტი-გმირი ერთ მატჩში, მარჯვენა ფლანგზე გაირჯება და შესაძლოა ეს მისთვის ისტორიული მატჩი გახდეს, რადგან დღეს წარმატების შემთხვევაში ბიანკონერი ზედიზედ მერვე სკუდეტოს მფლობელი გახდება. მარცხენა ფლანგზე ძირითადში ბრუნდება ლეონარდო სპინაცოლა.

ნახევარდაცვა.. არც პიანიჩი და არც მატუიდი.. ემრე ჯანი ტრავმირებულია.. რას უნდა ველოდოთ? ხედირა სასტარტოში იქნება.. ბენტანკურიც და ყურადღება! დიახ, ხუან კუადრადომ ტრავმა სრულად მოიშუშა და მზად არის გუნდის დასახმარებლად. საწყენი უბრალოდ ის არის, რომ კოლუმბიელი არ არის ჩემპიონთა ლიგის განაცხადში და იქ გუნდს ვერაფრით შეეშველება..

თავდასხმის ხაზში კი დიდი სიურპრიზი არ გველოდება.. პაულო დიბალა და მოიზ კინი ეცდებიან მორიგი სკუდეტოს გაფორმებისთვის საჭირო შედეგის უზრუნველყოფას.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x