ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

შეშლილი მაქსის მატჩისშემდგომი კომენტარი

მაქს ალეგრი მატჩისშემდგომ არ ჩანდა იმედგაცრუებული, რადგან მისი თქმით ყველაფერი წინ არის:

“ახალგაზრდა იუვენტინოებმა საკუთარ დავალებას თავი კარგად გაართვეს.. ანდრეა ბარძალის მოედნიდან გასვლის მიუხედავად, პაულო გოცი ძალიან კარგად გამოიყურებოდა.. კასტანოსი მეცალაზე ირჯებოდა, ხოლო ნიკოლუსიმ და მავიდიდიმ ასევე პროდუქტიული 20-30 წუთი ჩაატარეს.

მეორე გაშვებული გოლის დროს საქმეში გამოუცდელობა ჩაერთო, თუმცა ამის შემდეგაც სწორი რეაგირება გამოვავლინეთ.. სამწუხაროდ ამ საღამოს ყველაფერი ისე არ განვითარდა, როგორც საჭირო იყო მაგრამ ტრაგედიას ამ შედეგში ნამდვილად ვერ ვხედავ.

ჩემთვის საჭირო იყო რამდენიმე მოთამაშის ფიზიკური კონდიციების ხილვა.. მაგალითად ხუან კუდრადოსი, რომელიც სამწუხაროდ არ არის ჩემპიონთა ლიგის განაცხადში.. პაულო დიბალასი რომელსაც არ უდგას კარგი დრო.. როდესაც ტრავმა მოიშუშა, მისთვის რთული აღმოჩნდა გამოყოფილი 20-20 წუთებით საჭირო კონდიციებში შესვლა, მაგრამ იუვენტუსი დიდი გუნდია.. აქ საოცრად დიდი კონკურენცია არის და შენ ყველაფრისთვის უნდა იყო მზად.

დღეს, არგენტინელის საქმისადმი მიდგომა მომეწონა.. ეს აშკარად წინ გადადგმული ნაბიჯია, როგორც ფსიქოლოგიური ასევე ფიზიკური კონდიციების თვალსაზრისით.. აიაქსთან მატჩი კარს მოგვადგა და ასეთ დროს მისი დახმარება ძალიან წაგვადგება.

ტრავმირებულ ფეხბურთელებზე გეტყვით, რომ უკვე ხვალ კიელინის შევამოწმებთ.. ბლეზ მატუიდი მშვენივრად გრძნობს თავს, ხოლო როგორც შემატყობინეს უკეთ გრძნობს თავს ემრე ჯანიც.. დუგლას კოშტაზე ჯერ კიდევ კითხვის ნიშნებია და ბრაზილიელის მდგომარეობა მომავალი კვირის დასაწყისში გვეცოდინება.

მოიზ კინი დაღლილი მეჩვენა, რადგან აღარ უტევდა და უფრო სიღრმისკენ იწევდა ბურთის მისაღებად.. როდესაც მისგან მსგავს თამაშს ხედავ, მაშინ უმჯობესი იქნება მინდვრიდან მალევე გაიყვანო. მას მარიო მანჯუკიჩისგან განსხვავებული მახასიათებლები აქვს, მაგრამ სამშაბათისთვის თითოეული მათგანის შესაძლებლობებს შევაფასებ, სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებ.

მესმის, რომ ქომაგები დღეს ელოდნენ სკუდეტოს მოპოვებას, მაგრამ ეს სეზონი იმდენა კარგად ვითარდება საწუწუნო ვფიქრობ არაფერი გვაქვს. შეგვეძლო სასტარტო შემადგენლობით ჩამოსვლა, მოგება და ზედიზედ მერვე ისტორიული სკუდეტოს აღმართვა, მაგრამ არ უნდა დაგვივიწყდეს სეზონის რა მიზნები დავისახეთ.. ახლა მნიშვნელოვანია არა ერთ რომელიმეზე, არამედ თითოეულ მათგანზე თანაბრად ვიფიქროთ.

სტანდარტულად იტალიის ჩემპიონი ის გუნდი ხდება, რომელიც დაახლოებით 84-86 ქულას აგროვებს.. მახსოვს შარშან ნაპოლიმ 91 მოაგროვა, მაგრამ მაინც მეორეზე გავიდა ჩვენი ექსტრა არაორდინალური სათამაშო წლის შემდეგ..”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
5 years ago

კვადრადო რატო ვერ იქნება ლიგის განაცხადში? ვინმე რო ამოაგდოს და ეს ჩასვას არ შეიძლება ეგეთი რამე?

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x