ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მანოლასისთვის ბრძოლაში იუნაიტედი დაწინაურდა

არავისთვის არის ახალი, რომ იუვე კოსტას მანოლასით ინტერესდება, თუმცა საქმე არცთუ ისე მარტივად არის:

იტალიური მედიის მტკიცებით მინო რაიოლას კლიენტისთვის ბრძოლაში უკვე ჩაერთო მანჩესტერ იუნაიტედი, რომელსაც იუვეს მსგავსად პოპოულარულ აგენტთან საკმაოდ კარგი ურთიერთობა გააჩნია.

წითელი ეშმაკებისთვის ბერძენი უკანახაზელი პრიორიტეტული სატრანსფერო სამიზნეა და ინგლისელები მზადყოფნას გამოთქვამენ მინიმუმ 36 მილიონი გაიღონ მის სანაცვლოდ.

იუვე თავის მხრივ ახლა მატიას დე ლიგტის ტრანსფერზეა გადართული და რომაელს ნაკლებ ყურადღებას უთმობს ან შესაძლოა მისი დამატება ამ ეტაპზე საერთოდ გადაიფიქრა.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x