ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი: “კინი თუ დიბალა? შესაძლოა არცერთი”


მასიმილიანო ალეგრის მატჩისწინა პრესკონფერენცია

ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში, აიაქსთან გასამართი განმეორებითი შეხვედრის წინ, ტურინის იუვენტუსის მთავარი მწვრთნელი, მასიმილიანო ალეგრი, ჟურნალისტებს შეხვდა.

” სამწუხაროდ მანჯუკიჩი ვერ ითამაშებს. მას მუხლის პრობლემები აქვს. ვნახოთ მას ვინ შეცვლის. ხორვატმა დისკომფორტი მილანთან შეხვედრის შემდეგ იგრძნო…

დიბალა თუ კინი? ვნახოთ, შესაძლოა ძირითადში არცერთმა არ დაიწყოს. ჩვენ ასევე შეგვიძლია გამოვიყენოთ კანსელო და დე შილ. ისინი მწყობრში არიან..

ატლეტიკო თუ აიაქსი? ისინი განსხვავებული სტილის გუნდები არიან. ჩვენ დიდი ყურადღებით თამაში გვმართებს. ჰოლანდიელებს პატივი უნდა ვცეთ და შევეცადოთ ბურთი რაც შეიძლება დიდხანს გავაკონტროლოთ. ვიცით მარტივი შეხვედრა არ იქნება, თუმცა მზად ვართ..

შედეგი? ვფიქრობ, ხვალ ბევრ გოლს ვიხილავთ. რონალდო საოცარი მოთამაშეა. ის ყოველთვის მაქსიმუმს დებს. მისი ყოფნით ნამდვილად გაგვიმართლა..

კაპიტანი? თუ დიბალა ითამაშებს ის იქნება კაპიტანი, თუ არა ბონუჩი..

კოშტა და სპინაცოლა? ბრაზილიელს სამწუაროდ სრული თამაშის ჩატარება ჯერ არ შეუძლია. სპინაცოლას ნაცვლად კი ძირითადში ალექს სანდროს იხილავთ.

დე იონგი? შესანიშნავი ახალგაზრდაა. ვნახოთ თუ შეძლებს თამაშს..”

2 thoughts on “ალეგრი: “კინი თუ დიბალა? შესაძლოა არცერთი”

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.