ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალფრედო პედულა დიბალა-იკარდის ჩაშლილ ბარტერზე

პოპულარული იტალიელი ჟურნალისტი ალფრედო პედულა საინტერესო ცნობებს გვაწვდის:

“ინტერსა და იუვენტუსს შორის ბოლო სამი თვის მანძილზე ინტენსიური და რაც მთავარია პროგრესული მოლაპარაკებები მიმდინარეობდა.. საქმე პაულო დიბალას და მაურო იკარდის ბარტერს ეხება..

ორივე კლუბი მზად იყო, აღნიშნული გარიგებისთვის, თუმცა ნერიაძურის რიგებში კარიერის გაგრძელებაზე უარი თავად ლა ჯოიამ განაცხადა, რომელსაც კარიერის ტურინში გაგრძელება სურს.”

9 thoughts on “ალფრედო პედულა დიბალა-იკარდის ჩაშლილ ბარტერზე

  1. პირველ რიგში ალეგრია გასაშვები და თუ ეს არ მოხდა იუვეს არაფერი ეშველება დიბალა კიდე ნარ არის გასაშვები

  2. რა იგუაინი ))))) იგუაინს კინი მირჩევნია უკვე ათი თავით.ვაბშე შეტევაში არაფერი არაა საჭირო,დუგლასა,ბერნა,კინი,მანჯუ,რონალდო და დიბალა გვყავს +კუადრადო და ამათგან როგორ ვერ უნდა შეკრა კაი მწვრთნელმა შეტევის ხაზი )) ნახევარდაცვაა ჩვენი სუსტი წერტილი )) პიანიჩი კაი ბიჭია მაგრამ ხასიათის მოთამაშეა ,მატუიდი ნახევარ მეტრში პასს ვერ აკეთებს,ხედირაზე ლაპარაკიც ზედმეტია )) ძაან მძიმე და მოუქნელი ნახდაცვა გვყავს და მთელი ფინანსები მაქეთ უნდა გაუშვან ალბათ.

  3. ბაზარი არაა რატო ვეძებთ სხვაგან,როცა აგერ გვყავს თავდამსხმელი,თუ მაინცდამაინც დიბო უნდა გაყიდონ სალაჰზე დაჩალიჩდნენ ან ტოტეს კორეელზე

  4. ყველაფერში გეთანხმები ბოლოს გარდა არც ფეხბურთია ეს და არც ანტი ფეხბურთი იუვეს მეორე ტაიმი არ იყო ფეხბურთან მიახლოვებულიც თამაშიც რა ითამაშა იუვემ მიერო ტაიმში თუ ვინმე პროსტა მეტყვით მადლობელი ვიქნები ფეხბურთი არ იყო

  5. მეც მაგას ვიძახი დიდი ხანია 30 და 35 მილიონად გაყიდვას თუ გაიყიდა მაგ ფასში კიდე დატოვონ ჯობია,მარიოს იმედზე ჩემი მტერი იქნა,ზამენის კაცია უკვე…იკარდი აქ რო მოიყვანონ ჩათვალეთ კინი სკამიდან ვერ ადგება ამიტო ჯობია მეტი სათამაშო დრო ქონდეს და გონსალოს დუბლიორი იყოს

  6. რონალდო-იგუაინი-სალაჰი
    პოგბა-პიანიჩი-რაკიტიჩი
    სანდრო-კიელინი-ბონუჩი-კანსელო
    ………..შესნი
    იკარდის მომთრევის დედაც,რაუნდათ ცოლის ცოლებს იუვეში

      1. ის რომ დაქცეულ მილანში და სრულიად ახალ სამყაროში(ჩელსი) ვერ გაიხსნა არარის ტრაგედია…ჩვენთან რაც ითამაშა არ იმსახურებდა იუვესგან ხელის კვრას…

  7. ეხლა გაისამდე რა გაუძლებს ამ ჭორიკანა ჟურნალ-გაზეთებს)) კაროჩე რაა… სიტუაცია არის ესე! ეს ყველაფერი დიდწილად არის ალეგრის ბრალი! არც დიბალაა პირდაპირ რამეში დამნაშავე, არც ემრე ჩანი და არც არავინ)) ეს კაცი ყოველ წელს გუნდ ათამაშებს 1 და იგივე ნაგავ ფეხბურთს! იმაზე კი არ არის ბაზარი, რო გინდა თუ არა რატო მანდამაინც ვერ იგებს ლიგას. ვერც ერთი გუნდი და მწვრთნელი ვერ დაგეგმავს 100% ჩემპიონთა ლიგის მოგებას კონკრეტულ სეზონში. გამორიცხულია ეგ! ხო ითვლება ეხლა ბარსა მთავარ ფავორიტად და რამისაა თასი მისცეს უკვე მედიამ) მარა სულ არ გამიკვირდება რო ლივერპულმა გამოაგდოს) ვერასოდეს ვერ იტყვი, რო გინდა თუ არა ესა და ეს გუნდი უნდა გახდეს ჩემპიონი)) უბრალოდ რასაც ალეგრი აკეთებს, რეგრესისთვის არის განწირული გუნდი მთლიანობაში ანუ პერსპექტივაში! შეილება პირველი 2 სეზონი კარგი იყო, მარა ამოწურა თავი ვსიო! არ მოიშლის ეს ამ თავისი რელსებიდან გადმოხვევას და რავი რანაირად შეიძლება რო ვინმეს მოწონდეს ეს ფეხბურთი და ეს მიდგომები)) ეხლა იტყვით რო კლოპი და გვარდიოლაც ვერ იგებენო, მარა რო უყურებ გსიამოვნებს მაინც რაა და ადრე თუ გვიან იქნება შედეგი როცა სწორ გზაზე დგახარ და ეს ჩვენი სირბანჯო არ დგას სწორ გზაზე! ამაშია მთელი პრობლემა, თორე დიბალა იკადიში გავცვალოთ და ის გავყიდოთ და ეს ვიყიდოთ და გვეშველება, არგ ვეშველება სანამ ნორმალური საფეხბურთო ფილოსოფია არ იქნება! კი, შეილება ტიკი-ტაკა და სუპერ შემტევი ფეხბურთი არ ითამაშოს იუვემ და არც არასდროს უთამაშია, მარა ეს რაც ხდება, ეს არის ანტიფეხბურთი ყველანაირი გაგებით!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.