ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

რა დაგემართა ჟოაო?

ჟოაო კანსელუ – ფეხბურთელი, რომელიც თამამად შეიძლება მიმდინარე სეზონის მთავარი აღმოჩენა გამხდარიყო, მაგრამ სეზონის მეორე ნახევარში პორტუგალიელი საოცრად არასტაბილურია:

საკმაოდ ბევრი კითხვები ისმის მისი მისამართით.. სხვათაშორის ანალოგიური შემთხვევა იყო ინტერში ყოფნის დროსაც.. სეზონის გარკვეულ ეტაპზე იგი დამაჯერებელ თამაშს აჩვენებდა.. შესაბამისად, ნერიაძურის ფანები თვლიდნენ, რომ კლუბს იგი ვალენსიადან დაუყონებლივ უნდა გამოესყიდა..

რიგი მიზეზების გამო ეს ასე არ მოხდა, მაგრამ დიდი წუხილი ამ თემაზე მაინც არ ყოფილა, რადგან ჟოამ ინტერში კარგი თამაშები, სწორედ ისეთი ჩაგდებულებით ჩაანაცვალა, როგორც მაგალითად მისი უსახური შემოსვლა იყო აიაქსთან დაპირისპირებისას..

ის ფაქტი, რომ მატია დე შილიომ რონალდუს თანამემამულე არაერთხელ დასვა სათადარიგოთა სკამზე უკვე ბადებს გარკვეულ კითხვებს.. ბევრი ხელს ალეგრისკენ იშვერს, მაგრამ ასეთი ფანების რაოდენობაც უკვე სიმცირისკენ მიიწევს, რადგან თავადაც ხედავენ როგორ რეგრესირებს 40 მილიონიანი ტრანსფერი..

ამსტერდამელებთან შეხვედრაში შემოსულმა ვერ შესძინა გუნდს საჭირო სისწრაფე, თავდაჯერებულობა და რაც მთავარია სიახლე.. მაგალითისთვის გეტყვით სტეფან ლიხტშტაინერის მოედანზე გამოსვლას ტოტენჰემთან, როდესაც გუნდს ფლანგებზე შედარებით მობილური მოთამაშე დაჭირდა.. შედეგი ყველამ კარგად დავინახეთ.. არ იფიქროთ, რომ მონაცემებს ვადარებ ერთმანეთს, აქ საუბარი პოზიციურად იდენტურ მოთამაშეებზეა.

ინტერის ფანები უკვე იმასაც კი ამბობენ, რომ ჟოაოს არ დამატებით ხელმძღვანელობამ სწორი არჩევანი გააკეთა, ხოლო იუვენტუსმა შეიძინა პროდუქტი რომელიც კარგად იყო შეფუთული.. რა ბედი ეწევა კანსელუს? კლუბი ბუნებრივია არ გაყიდის მას, მაგრამ მოახლოებულ სეზონში თუ ხუან კუადრადომ ტრავმა არ მიიღო, მაშინ ნაკლებად მოსალოდნელია იგი სასტარტოში ხშირად ვიხილოთ..

პორტუგალიელის სტატისტიკა ამ ეტაპზე ასე გამოიყურება: სერია ა-ს 20 შეხვედრაში ერთი გატანილი გოლი და 5 საგოლე გადაცემა.. ჩემპიონთა ლიგის 7 მატჩში 1 საგოლე გადაცემა.. პრინციპში აქ მეტოქისთვის ჩაბარებული ბურთები, რომ ითვლებოდეს რომლებიც შემდგომ იუვენტუსის კარში გავიდა ან სახიფათო მომენტი შეიქმნა მაშინ ეს ციფრები გაცილებით შთამბეჭდავი იქნებოდა ვიდრე ზემოთხსენებული.

ჩნდება კითხვა.. უნდა ეცადოს იუვენტუსი მის სარფიანად გაყიდვას (იუნაიტედი დაახლოებით 60 მილიონს იხდის), თუ როგორც ალექს სანდროს შემთხვევაში მოხდა დაიტოვოს და ეცადოს მის განვითარებას? ბუნებრივია უნდა ეცადოს მის განვითარებას თუ გავითვალისწინებთ ასაკს.. უბრალოდ ეს გარკვეულ ფინანსურ რისკთანაც არის დაკავშირებული და თავისთავად სპორტულთანაც..

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

5 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
5 years ago

ალეგრიმ კი არ ამოაგდო, ტრავმა ქონდა და ოპერაცია გაიკეთა, დიდი დრო გაუცდა და თავისთავად დე შილიოს აყენებდა. როცა დაბრუნდა ის თამაში ვეღარ აჩვენა. ტრავმა რომვარა, რეალურად ინტერშიც ჩააგდო სეზონის მეორე ნახევარი

OLD Juventus
OLD Juventus
5 years ago

ძალიან მაგარ ფორმაში იყო და ფორმიდან მის მერე ამოვარდა რაც ალეგრიმ დაწყო მაიმუნობები დეშილიოთი და აღარ ჰქონდა სათამაშო დრო, ახალგაზრდა ბიჭია და ეხლა უნდა განვითარდეს, ეხლა რომ დასვამ საკამზე დასვენებების მიზნით რა პრაქტიკა უნდა აიღოს…

ეს იყო გუნდის მატორი გენიოსმა სანამ ფოკუსები დაიწყო…

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

ყველაფერთან ერთად (მონაცემებზეა აქ საუბარი) ფეხბურთელს უნდა ჰქონდეს საფეხბურთო ინტელექტი რაც 11 ეულიდან ბევრს არ აქვს ,, კიდევ ერთი- გუნდის დიდი პლიუსია დაცვა , მაგრამ გუნდმა შეტევა არ იცის ! გუნდს არ აქვს მაღალი დონის პასის კულტურა ! გუნდს არ ყავს ახალგაზრდები და ამიტომაა ამდენი ტრავმიანობა !

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

Shansi unda mieces es pirvel rigshi.da meore da mtavari,iset rotacias rogorsac alegri mimartavda mteli sezonis mandzilze arcerti mwvrtneli ar mimartavda.dziritadis motamashis shecvla yovel meore tamashi es aris shecdoma.me arc mwvrtnelobas vibraleb da arc imas vamtkiceb rom alegrize chkviani var am saqmeshi magram roca kaci pormashia da yvelam vnaxet rogor pormashi iyo kanselu dasawyishi rato ar unda atamasho ver vxvdebi.gundma sezonis meore naxevridan ashkarad uklo tamashis xarisxs.da pirveli sagangasho zari es iyo laciostan gasvlaze mogebuli matchi,rasac atalantasgan sruli am sityvis mnishvnelobit gaparchakeba moyva.ai sad iyo zomebi misagebi anielis mxridan.da is rac daemarta gunds,sruliad mosalodneli iyo.me arc alegris protiv var da arc… Read more »

რ ე ა ლ ი ს ტ ი
რ ე ა ლ ი ს ტ ი
5 years ago

უნდა მიეცეს გაიად კიდევ ერთი შანსი

| Newsphere by AF themes.
5
0
Would love your thoughts, please comment.x