ბერნარდესკი:”ეს არასოდეს არის იოლი”
ფედერიკო ბერნარდესკი იუვენტუსის მიერ ზედიზედ მერვე მოპოვებულ სკუდეტოზე:
“ეს დიდებული დღეა და მას ყოველი ჩვენთაგანი აღნიშნავს!
ვფიქრობ, რომ საკმაოდ ძლიერი გუნდი გვყავს, რომელსაც უბრალოდ არ გაუმართლა ჩემპიონთა ლიგის გათამაშებში..
თუმცა, ეს იმ დონის ტურნირია, როდესაც შეუძლებელია სეზონის წინ დაგეგმო და აუცილებლად მოიგო.. ეს თავად რონალდუმაც განაცხადა..
სკუდეტო ეს არის გზა, რომელსაც ყოველი ჩვენთაგანი დიდი შრომის ფასად გადის და აღწევს”.