ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტუტოსპორტი სავარაუდო სასტარტო შემადგენლობას აქვეყნებს

დღეს, თბილისის დროით 20:00-ზე იუვენტუსისთვის ისტორიული მატჩი გაიმართება:

ტურინელებმა ვადაზე ადრე შეუძლიათ ზედიზედ მერვე სკუდეტოს მოპოვება, რაც იტალიური ფეხბურთისთვის ახალი საკლუბო რეკორდი იქნება..

ბიანკონერი შინ ფიორენტინას უმასპინძლებს და როგორც ტუტოსპორტი იუწყება მაქს ალეგრი 3-5-2 ტაქტიკური მოდულით გეგმავს ასპარეზობას..

კარს ვოიცეხ შესნი დაიცავს, რომელმაც დიდებულად იასპარეზა აიაქსის წინააღმდეგ და თან თუ გავითვალისწინებთ მატია პერინის ტრავმას, სეზონის ბოლომდე სავარაუდოდ სწორედ ის იდგება კარში.. თუმცა არაა გამორიცხული 1-2 ტურის მანძილზე მინდორზე კარლო პინსოლიოც ვიხილოთ.

რაც შეეხება დაცვის ტრიოს.. მას როგორც ჩანს მატია დე შილიო, ლეონარდო ბონუჩი და დანიელე რუგანი დააკომპლექტებენ.. სიტუაციიდან გამომდინარე მაქს სხვა არჩევანი პრაქტიკულად არც გააჩნია.

ფლანგებზე მოსალოდნელია სასტრატოში კოლუმბიელი ხუან კუადრადოს და იტალიელი ლეონარდო სპინაცოლას ყოფნა.. პირველი ტრავმის შემდეგ მეორე მატჩს გამართავს, ხოლო მეორეს არ მიუღია აიაქსთან მატჩში მონაწილეობა და შესაბამისად ამ დაპირისპირებს კარგ კონდიციებში შეხვდება.

ცენტრალური ზონა.. ნახევარდაცვაში როგორც ტუტოსპორტი გვამცნობს სასტარტოში როდრიგო ბენტანკური ბრუნდება.. რომელიც ბლეზ მატუიდისთან და ემრე ჯანთან ერთად შეეცდება იების შუახაზის დაპყრობას.

წინა ხაზში შემტევ დუეტს კი მოიზ კინი და კრიშტიანო რონალდუ დააკომპლექტებენ.. სხვათაშორის პორტუგალიელი სულ ცოტახნის წინ მარტის თვის იუვენტინოდ დასახელდა.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

5 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
5 years ago

Texavs alegri she siro

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

Ras gvishvebian tipebi azrze xart.karshi ver vartyavt kombinaciebs ver vatamashebt da meoresac gavushvebt

რ ე ა ლ ი ს ტ ი
რ ე ა ლ ი ს ტ ი
5 years ago

ალბათ ევროპაში ერთადერთი გუნდია იუვე რომელიც კონტრშეტევის დროს წინ რომ მირბის უკან ბრუნდება შიშისგან. მხოლოდ ჩაეოდება ჩაწოდება არანაირი კომბინაცია , არანაირი არანაირი არანაირი არაფერი

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

Agep da presingic ar shegidzlia etamasho vis.pazor ronaldo romc wavides ar gamikvirdeba

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

Liga ki ara skudeto gaxda sanatreli.amat patrons

| Newsphere by AF themes.
5
0
Would love your thoughts, please comment.x