ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იტალიური მედია:”ერიქსენი არ აპირებს ტოტენჰემთან კონტრაქტის გახანგრძლივებას”

გამომცემლობა ლა სტამპა ტურინელთა კიდევ ერთ სატრანსფერო სამიზნეზე:

დანიელი კრისტიან ერიქსების ამჟამინდელი კონტრაქტი მამლებთან 2020 წლამდეა გათვლილი და კულუარული ცნობებით, სკანდინავიელმა შუახაზელმა უარი განაცხადა მის გახანგრძლივებაზე.

პრესაში უმალვე გაჩნდა ცნობები, რომ იგი კარიერას ერთ-ერთ ტოპ კლუბში განაგრძობს.. აქამდე საკმაოდ სერიოზულ ინტერეს მადრიდის რეალი იჩენდა, მაგრამ ზინედინ ზიდანის დაბრუნების შემდეგ ეს ცნობები ეტაპობრივად გაქრა.

როგორც ირკევა იუვენტუსი და ინტერი უკვე ორი თვის მანძილზე აწარმოებენ მოლაპარაკებებს ფეხბურთელის საფეხბურთო აგენტთან.. მოსალოდნელია, რომ იუვე ტოტენჰემს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დაუკავშირდება და მათ აზრს მოისმენს..

საგულისხმოა, რომ ტურინელები ზაფხულში თითოეული პოზიციის გაძლიერებაზე იმუშავებენ და განსაკუთრებულ ყურადღებას, როგორც აცხადებენ შუახაზს დაუთმობენ.. ერიქსენი კი მათ მოთხოვნებში იდეალურად ჯდება.

6 thoughts on “იტალიური მედია:”ერიქსენი არ აპირებს ტოტენჰემთან კონტრაქტის გახანგრძლივებას”

  1. ეს იქნება მართლაც კარგი ტრანსფერი, მე ერიქსენი პოგბასაც მირჩევნია და ისკოსაც

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.