ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

As:”პოგბა ბევრს ითხოვს? და თქვენ მის ადგილას რას იზამდით?”

პოლ პოგბა – ფეხბურთელი რომლის ტურინში დაბრუნებაზე ფაქტიურად მისი წასვლის წამიდან საუბრობენ.. გამომცემლობა As-ი მის თაობაზე ბოლო ცნობებს აქვეყნებს:

ფეხბურთელი არაერთი კლუბის ინტერესთა სფეროშია მოქცეული.. თუმცა, მისი მოთხოვნები დღეისათვის საკმაოდ მაღალია და მის შეცვლას ფრანგი არაფრის დიდებით არ დათანხმდება..

დღეისათვის პოლი იუნაიტედში 17 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.. საგულისხმოა, ეს ციფრი დღეისათვის რეალისთვისაც კი დიდია, რადგან პირობითად ბეილი სეზონში 15 მილიონს იღებს..

მადრიდელები ასევე ინტერესდებიან პოგბათი და ეს დიდწილად ზინედინ ზიდანის დამსახურებაა.. ზიზუს ძალიან მოსწონს თანამემამულე და მის შესაძლებლობებს გამორჩეულად აფასებს..

თუმცა, მინო რაიოლასთან ურთიერთობა იოლი ესპანელებისთვის ნამდვილად არ იქნება.. არავისთვის არის დასამალი, რომ პოპულარულ აგენტთან საქმე როგორც კატალონიელებს ასევე მადრიდელებსაც არეული აქვთ..

იუვენტუსი ყურადღებით აკვირდება მოვლენების განვითარებას, მაგრამ აღნიშნულ ციფრებზე თამაშში ჩართვა ნაკლებად მოსალოდნელია, ხოლო თავად პოგბამ რატომ უნდა დაიხიოს უკან? შესაბამისად ეს ტრანსფერი იუვეში შეგვიძლია პრაქტიკულად გამოვრიცხოთ..

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
5 years ago

dortmundshi roa sancho is moiyvanon driblingi pasi moednie xedva safexburto inteleqti ar aklia namdvilad yvelaferi aqvs ro sauketeso gaxdes, alegris taqtikebis imedze ver viqnebit

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x