ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ლა სტამპა:”კოშტას იუვემ კონკრეტული ფასი დაადო”

გამომცემლობა ლა სტამპა დუგლას კოშტას სიტუაციაზე საუბრობს:

ბრაზილიელს საოცარი თვისებები აქვს და სწორედ ამის გამო გამოისყიდა იუვემ თავის დროზე ბაიერნიდან..

მაგრამ მიმდინარე სეზონში აიასის წინააღმდეგ რამდენიმე წუთს თუ არ ჩავთვლით, კარგი კუთხით მისი გახსენება ძალიან გაგვიჭირდება..

დი ფრანჩესკოსთვის სახეში შეფურთხება, ტრავმები, ავტო-ავარია, უაზრო კომენტარები.. შესაბამისად მისი ტურინში ყოფნა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა..

მაგრამ კულუარული ცნობებით, იუვენტუსი არ აპირებს მის პირდაპირ ტრანსფერზე დაყენებას..

საქმე იმაშია, რომ სამხრეთ ამერიკელით არაერთი გუნდი ინტერესდება, თუმცა თუ რომელიმე მათგანი ფიქრობს რომ 60 მილიონზე ნაკლებად შეძლებს დუგლასის დამატებას, მაშინ დროს ტყუილად დაკარგავს..

დიახ, ფედერიკო კიეზას დამატება ტურინს ძალიან სურს.. ჟოაო ფელიშზეც აქტიურად მიდის საუბრები.. შესაბამისად თუ კოშტას გაყიდიან, გარკეული სახსრები ამ გარიგებითაც გაჩნდება.

მაგრამ იტალიელებს არა აქვთ ის პოზიცია ოღონდ გაყიდონ და ნებისმიერ წინადადებაზე დათანხმდებიან.. ფასი დადებულია და თუ რომელიმე გადაწყვეტს იუვე მზად არის მოლაპარაკებების მაგიდას მიუჯდეს.

6 thoughts on “ლა სტამპა:”კოშტას იუვემ კონკრეტული ფასი დაადო”

  1. 60 ამის რეალური ფასია, თუმცა თუ ვინმეს დავაგოიმებთ და 80-ად მივყიდით კარგი იქნება:))))

  2. alegri unda wavides kai gundi gvyavs naxevardacvashic araa cudi yovel shemtxvevashi da metis meti unda achvenos gundma ajax 2 burts ar unda vutandet 2 tamashshi ronaldo ro gvyavs sircxvilia tan shetevebic ar gvqonda ro tqva gaumartlao ajax

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.