ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კალჩომერკატოს სატრანსფერო მიმოხილვა

გთავაზობთ საინტერესო სატრანსფერო სიახლეებს, რომლებიც კალჩომერკატოზე გამოქვეყნდა:

ტურინელები როგორც ირკვევა ჯერ კიდევ განიხილავენ სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩის კანდიდატურას.. ფეხბურთელის მიმართ ინტერესი შარშანდელ სეზონში საკმაოდ სერიოზული იყო, თუმცა ლაციალეს პრეზიდენტმა ფულის გაკეთება მოინდომა და მის მიერ მოთხოვნილმა 120 მილიონმა ყველა დააფრთხო..

მას შემდეგ სერბი არასტაბილურ ფეხბურთს აჩვენებს და არაა გამორიცხული ეს ციფრები მკვეთრად შემცირდეს, რაც იუვეს საქმეში აქტიურ ჩართვას გამოიწვევს..

გრძელდება ბრძოლა ჟოაო ფელიშისთვის.. ჟორჟ მენდეში აიაქსთან მატჩის წინ შეხვდა ფაბიო პარატიჩის და მათ პირადი კონტრაქტის გარკვეული პუნქტები უკვე შეათანხმეს კიდევაც.. მაგრამ აქ ყვეალზე რთული თავად კლუბთან ურთიერთობა იქნება, რომელიც ახალგაზრდა შემტევის სანაცვლოდ საკმაოდ დიდ თანხას ითხოვს..

აქვე, არაერთი მედია გამომცემლობა წერს, რომ მისი ტურინში ხილვა თავად კრიშტიანო რონალდუსაც ძალიან სურს..

საგულისხმოა, რომ ჯერჯერობით პორტუგალიელის მიმართ ყველაზე დიდ დაინტერესებას სწორედ იუვე იჩენს.. თუმცა, მანჩესტერ სიტი ასევე ყურადღებით აკვირდება მოვლენების განვითარებას.

არ წყდება საუბარი კრისტიან ერიქსენთან მიმართებაში. გუშინ, ინგლისური მედიაში გავრცელებული ცნობები, რომ სკანდინავიელი არ გაახანგრძლივებს მამლებთან კონტრაქტს, დღეს უკვე აპენინურმა გამომცემლობებმაც დაადასტურეს.. სიტუაცია, შესაძლოა იმ შემთხვევაში შეიცვალოს თუ კი ტოტენჰემი მოახერხებს მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში მონაწილეობის მიღებას..

იუვენტუსი და რეალი ყველაზე რეალურ ვარიანტებად სახელდებიან, მაგრამ როგორც ირკვევა საქმეში კიდევ ერთი მოთამაშე მილანის ინტერიც ერთვება..

ფედერიკო კიეზა რომ ტურინელთა ჰორიზონტზეა, ახალი არავისთვის არის.. ბევრი მას უკვე იუვეს წევრდა მიიჩნევს, მაგრამ ბაიერნი თავისას მაინც ეცდება.. გერმანელებმა ფლორენციელებს 60 მილიონიანი წინადადებით მიმართეს, მაგრამ ჯერჯერობით იები პასუხის გაცემისგან თავს იკავებენ.. მიზეზი მარტივია, მათი მიზანი რაც შეიძლება მეტი თანხის გამომუშავებაა ნიჭიერი იტალიელის სანაცვლოდ.

მადრიდული მედიის ცნობით, იუვენტუსის ინტერესი რაფაელ ვარანის მიმართ იმდენად დიდია, რომ არაა გამორიცხული უახლოეს მომავალში კლუბებმა შეთანხმებასაც კი მიაღწიონ.. მატიას დე ლიგტზე გართულებული სიტუაციის გამო, ტურინელები ალტერნატიულ ვარიანტებზე ერთვებიან და მათთვის ერთ-ერთი ასეთი როგორც ჩანს ფრანგი უკანახაზელია..

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
5 years ago

დელიგტი არის მომავალი და ეგეთი ბიჭები გვჭირდება

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

აზრის დედა , ალეგრი მაინც ვერ გამოიყენებს ,შეხვდება გასპერინი ან ლაწირაკებით დაკომოლექტებული აიაქსი და კიდე ჩაი ჯ ვავს, როვორც სჩვევია დიდ ტაქტიკოსს

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

Milinkovichsavici kieza delixti ikardi morcha kino esenia sachiro da movides luboi

| Newsphere by AF themes.
3
0
Would love your thoughts, please comment.x