ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მარჩელო ლიპი:”რომ შემეძლოს ამ ერთ კონკრეტულ შეხვედრას თავიდან გადავითამაშებდი”

მარჩელო ლიპი იუვენტუსის წარუმატებლობას ხსნის:

“იუვენტუსმა საერთაშორისო გამოცდილება და წარმატება მომიტანა.. თუმცა, იქამდე ჩვენ სკუდეტო და იტალიის თასი გავიფორმეთ.

სწორედ ამის შემდგომ მოვახერხეთ ჩემპიონთა ლიგის და საკონტინენტაშორისო თასის მოპოვება! ჩემპიონთა ლიგის მოსაპოვებლად აუცილებელია მაღალი დონის ფეხბურთელები, რომლებიც კლუბისთვის ყველაფერს გაიღებენ.

ჩემი ბიჭები ზუსტად ასეთები იყვნენ.. პლანეტის საუკეთესო გუნდის თავკაცი ვიყავი!

წლევანდელი სეზონის მთავარი პრობლემა იყო, საჭირო დროს წამყვანი მოთამაშეების ხელმიუწვდომლობა..

მერწმუნეთ გუნდისთვის ჯორჯო კიელინი ისეთივე მნიშვნელობის არის, როგორც მაგალითად კრიშტიანო რონალდუ..

ვინმეს რომ შემოეთავაზებინა ჩემს კარიერაში ერთი მატჩის გადათამაშება, ეს უდაოდ 2003 წლის ფინალი იქნებოდა, სადაც მილანელებისგან დასანანი მარცხი ვიწვნიეთ 11-იან სერიებში.

გამარჯვების მოპოვება იოლი არასოდეს არის.. აქ თავისთავად მაქს ალეგრის ვგულისხმობ. ბევრი მას იმის გამო აკრიტიკებს, რომ მისი გუნდები ლამაზ ფეხბურთს არ თამაშობენ, მაგრამ ფაქტია მას მოედანზე გუნდი მხოლოდ გამარჯვებისთვის გამოყავს”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
5 years ago

ლიპი ნომერ 1 მწრთვნელი. გრანდე მარჩელო :boli: :boli: . ალეგრი არ შეადაროთ სირცხვილია :boli:

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

ვისი ბრალია მაესტრო წარუმატებლობა ალეგრის თუ არა? ამხელა შემტევ პოტენციალს ვერ იყენებს. ტრავმიანობაც ალეგრის მოყვა იუვეში, ალეგმდე გაიხსენეთ იუვე,სად იყო ამდენი ტრავმირებული ფეხბურთელი, ალეგრის მილანიც გაიხსენეთ

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

ლიპი-ალეგრი ორივე :up: :up: :up: :love: :love: :love:

| Newsphere by AF themes.
3
0
Would love your thoughts, please comment.x