ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ზიდანი ნახევარდაცვის გაძლიერებას იუვენტუსის გავლითაც აპირებს

ზინედინ ზიდანი პოლ პოგბათი არ დაკმაყოფილდება:

ფრანგ სპეციალისტს შუა ხაზის მნიშნელოვანი გადახალისება აქვს გადაწყვეტილი და თუ თავის დროზე, იუვემ ვერ მოახერხა პოლ პოგბას და მირალემ პიანიჩის ნახევარდაცვაში ერთად დაყენება, ამის რეალური შანსი ახლა ზიზუს აქვს.

საქმე იმაშია, რომ ტურინელები თავის მხრივ ინვესტიციების მოძიებით არიან დაკავებულნი, რათა გარკვეული ზონები კიდევ უფრო გააძლიერონ..

შესაბამისად მათთვის ფეხბურთელები, რომლებიც პირობითად ერთი წლის წინ იყვნენ ხელშეუხებელნი, დღეისათვის მსუყე წინადადების შემთხვევაში ასეთი სტატუსით ვეღარ ისარგებლებენ..

ერთ-ერთი ასეთი როგორც ჩანს მირალემ პიანიჩია.. მასთან ერთად პაულო დიბალაც..

ბოსნიელთან დაკავშირებით თუ იტალიურ მედიას და კერძოდ კალჩომერკატოს დავუჯერებთ, 70 მილიონიანი წინადადების შემთხვევაში გამორიცხული არაფერია.

მეორეს მხრივ ეს სიახლე, სამიოდე დღის წინ გავრცელებულ ტუტოსპორტის ინფორმაციას რადიკალურად ეწინააღმდეგება:

ტურინული გამომცემლობა წერდა, რომ იუვე შუახაზელთან კონტრაქტსაც გაახანგრძლივებდა და თუ ვინმეს მისი შეძენა მოუნდებოდა მინიმუმ 130 მილიონის გადახდა მოუწევდა..

თავის მხრივ არ უნდა დავივიწყოთ ის ფაქტიც, რომ შესაძლოა სწორედ მირალემის დახმარებით გახდეს შესაძლებელი მადრიდიდან ისკო ალარკონის, ტონი კროოსის ან მარსელოს ტურინში გადაყვანა.. სამივე მათგანის მიმართ იუვენტუსის ინტერესი საკმაოდ დიდია.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

5 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
lasha naxucrishvili
5 years ago

პიანიჩი თუ გაყიდეს საერთოდ ფეხბურთის ყურებას შევეშვები!

რ ე ა ლ ი ს ტ ი

და კიდევ ჩემი აზრით გუნდს ლიგის ვერმოგებაში სკუდეტო უშლის ხელს , რადგან ლიგაზე ფიქრობენ თუ მომდევნო ეტაპს ვერ გადავლახავ არაუშავს ზატო სკუდეტო ჩვენია, როცა არც ის ექნებათ კი იფიქრებენ წელს უტიტულოდ ხომ ა დავრცები მიდი მივაწვები ლიგასო. აიიი

რ ე ა ლ ი ს ტ ი

მე ვთვლი რომ პიანიჩი უნდა გაიყიდოს სარფიანად. შეიძლება ცდილობდე ბევრს მაგრამ ფორმაში არ იყო და არ გამოგდიოდეს მაგრამ აი პიანიჩი როგორც თამაშობს ეგ ატის გულგრილობა და ფეხებზე დაკიდება ტიპს არანაირი ემოცია არ აქ, სისხლი უნდა უდუღდეს

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

პიანიჩის გულგრილობა მე არ მახოვს, იყო რამდენიმე მომენტი, როცა მხოლოდ მასზე იყო დამოკიდევული ბურთის დაჭერა და ვეღარ გაუმკალვდა, როცა მხოლოდ მირალემზე მიდის პრესინგი და ამავდროულად კაცი არ არის გევრდზე გახნილი პასი რომ მისცეს…

მატუდის პრესინგს რა აზრი აქვს თვითონვე კარგავს ბურთ ორი ნაბიჯი თუ აქვს გასარბენი…

ამიტომ არის აუცილებელი პიანიჩის გვერდზე მაღალი დონის ნახევარმცველის დაყნება, რომელსაც შეეძლება ბურთი გათემაშება პიანიჩთან, მესამე კიდევ შეიძლება იყოს ჩანი ან ბენტაკური თუ მოუმატებს და არავითარ შემთხვევაში მატუიდი…

OLD Juventus
OLD Juventus
5 years ago

ნახერდავცვის გაძლიერება სჭირდებათ პრიველ რიგში და ეხლა თუ პიანიჩი გაყიდეს მალადეეც ამათ რა, სასაცილო იქნება უკვე, ასევე სასაცილო იქნება კროოსში გაცვლა…

| Newsphere by AF themes.
5
0
Would love your thoughts, please comment.x