ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბუფონმა პარიზული სეზონი შეაჯამა

ჯანლუიჯი ბუფონი პარიზულ სეზონს აჯამებს:

“მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მათ, ვინც აქ მოსვლის საშუალება მომცა.. პარიზმა ძალზედ თბილად მიმიღო.. მათ სიყვარულს თითოეულ ნაბიჯზე ვგრძნობდი.

ეს იყო არაჩვეულებრივი 9 თვე, რომელიც დიდებულ ადგიას გავატარე! ორი აზრი არაა, რომ ფრანგული გამოცდილება დამეხმარება გავხდე უკეთესი ადამიანი.. ყველაფერთან ერთად ფრანგული ენაც შევისწავლე!

გულით მეცოდება ადამიანი, რომელიც საფეხბურთო სამყაროში რაღაც დონეზე მაინც მოღვაწეობს და არ შეუძლია გამარჯვების დაფასება..

დიახ, ჩვენ გავიმარჯვეთ იმიტომ რომ საუკეთესოები ვართ, ეს ასეა.. მაგრამ გავიმარჯვეთ იმიტომ, რომ თითოეულ ჩვენთაგანში არის დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა.. პროფესიონალები ვართ, რომლებმაც ყველაზე უკეთ იციან, რომ შრომის გარეშე ვერაფერი ვერ მიიღწევა.

წლევანდელ სეზონში, მხოლოდ 22-ჯერ მომიწია მინდორზე გამოსვლა, რაც გასულ წლებთან შედარებით უცნაური გრძნობა იყო..

იუვენტუსში თუ ტრავმა არ შემაწუხებდა, სათადარიგო მეკარეს 10-15 მატჩის ჩატარება უწევდა. ვფიქრობ, ეს კარგიც იყო, რადგან ყველას უნდა ეგრძნო თავი კლუბის აქტიურად წევრად, რომლის წვლილი წარმატებაში არანაკლებ მნიშვნელოვანია..”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x