დი მარციო ალეგრის და კონტეს მომავალზე..
სქაი სპორტის წამყვანი ჯანლუკა დი მარციო საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს მაქს ალეგრიზე და ანტონიო კონტეზე:
“საქმე იმაშია, რომ ანტონიო კი აწარმოებს ინტერთან და რომასთან მოლაპარაკებებს, თუმცა ჯერჯერობით კონკრეტული არაფერია.. ბუნებრივია არცერთ მათგანთან არაფერია გადაწყვეტილია..
ამის ერთადერთი მიზეზი იუვენტუსია.. ანტონიო ანდრეა ანიელისა და მაქს ალეგრის შეხვედრას ელოდება, სადაც წესით ყველაფერი გადაწყდება..
ალეგრის სურვილია, რომ გარკვეული სეზონების შემდეგ გუნდმა სატრანსფერო პოლიტიკა მასთან მჭიდრო შეთანხმებით წარმართოს და გარკვეულწილად საკუთარი მოვალეობაც გაზარდოს, როგორც ეს თავის დროზე სერ ალექს ფერგიუსონს მანჩესტერში გააჩნდა..
სიმართლე გითხრათ ბიანკონერის პრეზიდენტის პოზიცია დეტალურად ამ მხრივ ცნობილი არ არის.. მაგრამ ერთიანი ხედვა ხელმძღვანელობაში ნამდვილად არაა..
მაშინ როდესაც პაველ ნედვედი კონტეს უჭერს მხარს, ფაბიო პარატიჩის და ანდრეა ანიელის თავდაპირველად მაქსის ბოლომდე მოსმენა სურთ, რის შემდეგაც განიხილავენ მის პოზიციას და კონკრეტულ გადაწყვეტილებას მიიღებენ.. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ორი ჯერ კიდევ მაქსის მხარეზე არიან.
ტოსკანელის მოთხოვნები ანიელისთვის უკვე ცნობილია.. მან გუნდის გაძლიერება კონკრეტული ფეხბურთელებით ითხოვა.. ამ შეხვედრაზე მხარეები მოისმენენ აქვთ თუ არა საერთო ხედვები.. კულუარული ცნობებით კლუბს და ალეგრის სურთ ურთიერთობის გახანგრძლივება..
თავისმხრივ, ანტონიოს პირველი არჩევანი იუვენტუსია.. იგი მოუთმენლად ელის შეხვედრას, რის შემდეგაც შეიტყობს ექნება თუ არა დაბრუნების შესაძლებლობა.. კონტეს მიაჩნია, რომ ტურინში მას საერთაშორისო არენაზე დაუმთავრებელი საქმე დარჩა.”
რა კონტე რის კონტე ღადაობთ???
ალეგრი კიდე მინიმუმ სამი წლით 2022 წლამდე ფორცა ალეგრი ფორცა იუვე

ისე მომბეზრდა და მეზიზღება უკვე ალეგრის სვარკა და მერე კიდე უაზრო კომენტარები, რო კონტეს სვარკა მირჩევნია უკვე რა)) სვარკის მრავალფეროვნება მაინც გვექნება))