ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაქს ალეგრის წინასამატჩო პრეს-კონფერენცია

გთავაზობთ მაქს ალეგრის წინასამატჩო პრეს-კონფერენციას:

“ბევრი ამბობს, რომ სპალთან მარცხის შემდეგ გუნდი დაკვირვების ქვეშ იმყოფება, რაც სისულელეა.. ასე თავს არცერთი ჩვენგანი არ გრძნობს..

ინტერთან მატჩი არის დერბი დ’იტალია.. მესმის, რომ მადრიდიდან საკმაოდ მოშორებით ვატარებთ მატჩს და ჩვენი მიზანი საერთოდ სხვა იყო, მაგრამ ასეთი დაპირისპირებები მოტივაციას თავადვე ჰქმნიან.

ანდრეა ანიელისთან შეხვედრაზე ბევრი მეკითხება.. ვფიქრობ, ჩვენ ერთმანეთს მაისის დასაწყისში შევხვდებით.. საქმე შეეხება, როგორც წლევანდელი სეზონის შეფასებას, ასევე მომლის დაგეგმავს..

მიზანი? ვფიქრობ აქ კითხვაც კი არ არის საჭირო.. ბუნებრივია ჩვენ ვიბრძოლებთ ზედიზედ მე-9 სკუდეტოსთვის.. კიდევ ერთხელ შევეცდებით ჩემპიონთა ლიგის თასის მოპოვებას.. ასევე არ ვივიწყებთ იტალიის თასსა და სუპერ თასს.

სატრანსფერო თვალსაზრისით ახლა საუბარი და გარკვეული პროგნოზების გაკეთება რთულია.. ეს ყოველივე მაშინ გადაწყდება, როდესაც ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით.. თუმცა, პირველ რიგში ყველაზე მნიშვნელოვანია სიტუაცია სწორად შეფასდეს..

მიმდინარე სეზონი წესით და რიგით უფრო იოლად უნდა წარმართულიყო.. საუბედუროდ ყველაფერი უკუღმა დატრიალდა და ტრავმებმა ჩვენ სტაბილურობას დაღი დაასვა.. პრობლემებს უკვე ბერგამოსთან მატჩის დროს განვიცდიდით..

დიახ, იტალიის თასიდან გამოვარდნის შემდეგ მოვახერხეთ დაბრუნება, იტალიის სუპერ თასის მოპოვებაც და წარმატებული სვლის გაგრძელება.. შემდგომ კი ყველაფერი თავიდან დატრიალდა.. არავის არაფერს არ ვაბრალებ და მერწმუნეთ ამ წარუმატებლობაში ჩემი ბრალიც საკმაოდ დიდია.

ნერიაძურის წინააღმდეგ როდრიგო ბენტანკურიც დაგვაკლდა, რომელსაც კუნთებთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნა. სამაგიეროდ დაგვიბრუნდა ჯორჯო კიელინი.. კაპიტანი მოახერხებს ამ დაპირისპირებაში მონაწილეობის მიღებას.

ექსპერიმენტები? პირველ რიგში მსურს დავრწმუნდე რამდენად შეუძლია ფედერიკო ბერნარდესკის მეცალას როლზე ასპარეზობა.. თუმცა, ეს შემდგომ პერიოდში დაიტესტება, რადგან ინტერთან ფედერიკო ფორვარდის როლში მოგვევლინება.

ნახევარდაცვაში პროდუქტიული ასპარეზობისთვის საჭირო არის შესაბამისი მენტალობა.. ბერნა ძალიან ნიჭიერი და შრომისმოყვარეა, მაგრამ ერთია როდესაც შემტევი ხარ და მეორეა როდესაც შუახაზში გუნდის თამაშში ფუნდამენტურ როლს ასრულებ..

ანალოგიური ეხება ჟოაო კანსელუს.. მასაც ბრწყინვალე მონაცემები აქვს და მაინტერესებს ამ ორს რამდენად ძალუძს დასახული ამოცანების ამოხსნა.

მაურო იკარდი, რომ დიდებული ფორვარდია ეს არაერთხელ აღვნიშნე.. ბუნებრივია თუ იგი სათადარიგოთა სკამზე დარჩება ეს ერთი-ორად შეამსუბუქებს სიტუაციას, მაგრამ ლუჩანო სპალეტის განკარგულებაში ისედაც ძლიერი მოთამაშეები ირჯებიან.

დუგლას კოშტასთვის შეფასების გაკეთება რთულია.. ის ახლაც ტრავმირებულია.. მან საწყის 4 ტურში იასპარეზა, რის შემდეგაც ტრავმები აწუხებს.. ამსტერდამში ბრწყინვალედ ჩაერთო და მერე ისევ გაქრა.. ამიტომ ბრაზილიელზე ვერაფერს გეტყვით, რადგან სათქმელიც პრაქტიკულად არაფერი მაქვს.

ჩვენ ახლა ჩემპიონები ვართ.. ეს საამაყოა და თითოეული ჩვენგანი ამაყია ამ ისტორიული მოვლენით, რომელიც ოქროს ასოებით იწერება..

თუმცა, ახალი სეზონიდან ყველას მოგვიწევს მულხჩაუხრელი შრომა, რადგან პირობითად ისევ დაგვჭირდება 88 ქულის მოგროვება, რომელიც იდენტურ პოზიციაზე ყოფნის საშუალებას მოგვცემს”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
რ ე ა ლ ი ს ტ ი

მიზანი? ვფიქრობ აქ კითხვაც კი არ არის საჭირო.. ბუნებრივია ჩვენ ვიბრძოლებთ ზედიზედ მე-9 სკუდეტოსთვის.. კიდევ ერთხელ შევეცდებით ჩემპიონთა ლიგის თასის მოპოვებას.. ასევე არ ვივიწყებთ იტალიის თასსა და სუპერ თასს.

ზარბაზანი რომ მიუშვირო ამას ვერაფრით ათქმევინებ რომ მტავარი ლიგის მოგებაა და მერე სკუდეტოსი, არ არსებობს ნუ არ არსებობს, ტქვენ კი ნერვებს იშლით იმენა აქ ლიგა გვინდაო. მე უკვე მაგრად მკიდია ეგ ლიგა რადგან ვიცი ესენი მაგას ვერ მოიგებენ სულ რომ მესები კეინები და ფელიშები ერთად შეკრიბონ

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x