ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ჟოაო კანსელუს ვრცელი ინტერვიუ

ჟოაო კანსელუ ბედნიერია იუვეში ყოფნით და ალეგრიზეც საკმაოდ ვრცელ კომენტარს აკეთებს:

“მიმდინარე წელს არაჩვეულებრივი ადამიანების გვერდით ყოფნით, რომლებიც საკუთარი საქმის ნამდვილი პროფესიონალები არიან ბევრი რამ ვისწავლე..

დუგლას კოშტასგან, კრიშტიანო რონალდუსგან, ჯორჯო კიელინისგან, პაულო დიბალასგან, ალექს სანდროსგან და ლეონარდო ბონუჩისგან რეალურად ბევრი რამ შევიძინე.. იუვენტუსში გადმოსვლა იყო სწორი ნაბიჯი და აქ თავს ბედნიერად ვგრძნობ..

წინ კიდევ ბევრი რა მაქვს სასწავლი, რადგან ჩემი მიზანია მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გავხდე.. თუ შენ, პროფესიონალ სპორტსმენს მსგავსი მიზანი არ გაგაჩნია, მაშინ პროგრესირებას ვერ მოახერხებ..

ტურინში ყოფნის პირველ დღეებში, ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება მირალემ პიანიჩმა მოახდინა.. იგი საოცრად ჭკვიანია და ბურთი მიღებული არა აქვს, უკვე იცის თუ რა უნდა მოიმოქმედოს..

ფლორენციელებთან შეხვედრის პირველ 30 წუთში ჩვენ ვიყავით გუნდი, რომელიც ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდა და იყო ნეგატიურ განწყობაზე.. ვჩქარობდით და ვნერვიულობდით, რის გამოც ბურთზე კონტროლი ვერ დავამყარეთ.. ამიტომაც აკეთებდა ამდენ კონტრ შეტევას ფლორენციული კლუბი..

მახსოვს როგორ სირთულეს შევხვდი, როდესაც ესპანეთიდან იტალიაში გადავბარგდი.. ეს ძირეული ცვლილებები იყო, რადგან პრიმერაში აქცენტი ტექნიკაზე კეთდება, ხოლო აქ ყველაფერს ფუნდამენტური მიდგომა გააჩნია..

ამ მხრივ ლუჩანო სპალეტის დახმარება საოცრად პროდუქტიული აღმოჩნდა.. სწორედ ნერიაძურიში გატარებულმა 6 თვემ მასწავლა დაცვაში ნაყოფიერი ასპარეზობა და მისი დახმარებით შევძელი შემდგომ იტალიის საუკეთესო კლუბში იუვეში გადასვლა.

მაქს ალეგრი არის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი, ხოლო სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ამბები სისულელეა და მეტი არაფერი.. მე მასთან არაფერი არ მაკავშირებს.. არანაირი პოსტი ჰეშთეგით #ალეგრიწადი არ მომიწონებია..

ჟურნალისტების ეს ქმედება იყო უბრალოდ სამარცხვინო.. მათ სურდათ რომ ალეგრისთან ურთიერთობა გამფუჭებოდა.. ადამიანთან, რომლის ხელმძღვანელობით ბევრი რამ ვისწავლე!

საკუთარ პოზიციაზე ყოველთვის ყველაზე მეტად დანი ალვეშის ყურებით ვიღებდი სიამოვნებას.. იგი ფანტასტიური მოთამაშეა, რომელიც ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ აუცილებლად გახდება ლეგენდა!

კრიშტიანო რონალდუ არის ადამიანი შრომა, მიზანდასახულობა და ამბიციურობა.. სწორედ ამიტომაც მოიპოვა ხუთი ოქროს ბურთი! იგი ჩინებული პროფესიონალი და ადამიანია.. ჩვენ ახალგაზრდებს მისგან ბევრი რამის სწავლა გვმართებს”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x