ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფრანჩესკო ტოტი ანტონიო კონტეს რომაში შესაძლო მისვლაზე..

ფრანჩესკო ტოტი ანტონიო კონტეს რომას მთავარი მწვრთნელის პოსტზე შესაძლო დანიშვნაზე საუბრობს:

“გადაწყვეტილებას შემადგენლობასთან დაკავშირებით მთავარი მწვრთნელი ღებულობს.. ეს მისი პრეროგატივაა და აქ ვერავინ ვერ ჩაერევა..

პატრიკ შიკს თუ სკამზე ყოფნა მოუწია ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფეხბურთელი რანგით დავაქვეითედ, უბრალოდ ზოგჯერ ვიღაცას სათადარო მოთამაშეებს შორისაც მოუწევს ყოფნა, რადგან მინდორზე 12-ნი ვერ ვიქნებით.

ხავიერ პასტორეს აქვს საშუალება დაგვიმტკიცოს, რომ იმსახურებს ამ მაისურის ტარებას.. იგი ბრწყინვალე მახასიათებლებით არის დაჯილდოებული, უბრალოდ გარკვეული პერიოდის მანძილზე ფიტნესთან ჰქონდა პრობლემა.

ანტონიო კონტე? პირველ რიგში არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი მთავარი მწვრთნელი კლაუდიო რანიერია..

რანიერი ჩვენთან სეზონის ბოლომდე დარჩება, რის შემდეგაც მის მუშაობას ყველანი ერთად შევაფასებთ.

არავისთვის არის სიახლე, რომ გუნდის მიზანი ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრაა, მაგრამ პირობითად თუ მიზანს ვერ მივაღწიეთ, ეს არ იქნება გადამწყვეტი ფაქტორი მწვრთნელთან მიმართებაში.

კონტე თავის მხრივ გამარჯვებული მენტალიტეტის მქონე სპეციალისტია..

ანტონიოთი ინტერი, ბაიერნი და სხვა გრანდები ინტერესდებიან, რაც მის სტატუს ხაზს მკაფიოდ უსვავს.

ასეთი მაღალი დონის პროფესიონალის გაფორმებამდე, აუცილებელია შესაბამისი დონის პროექტის უზრუნველყოფა.. 

ასე რომ, საქმე ასე მარტივად არ არის როგორც ჟურნალისტები ხედავთ”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x