Calciomercato:”ალექს სანდროს გასხვისების შემთხვევაში, იუვე ესპანელ ფლანგელს დაიმატებს”
სიტუაცია ალექს სანდროსთან მიმართებაში გაურკვეველი რჩება:
calciomercato-ს მტკიცებით ტურინელები მზად არიან ბრაზილიელის თაობაზე შემოსული ნებისმიერი წინადადება განიხილონ, რომელიც 50 მილიონი ევროდან დაიწყება.
კულუარული ცნობებით ფაბიო პარატიჩი ბენფიკას ესპანელი ფლანგელის ალექს გრიმალდოს მიმართ, დიდ ინტერეს იჩენს..

თუ იტალიელ ჟურნალისტებს დავუჯერებთ, ბენფიკას 23 წლის ფეხბურთელის ტურინული პრესპექტივა, სრულად არის ბრაზილიელის მომავალზე დამოკიდებული..
გრიმალდოს კანდიდატურა მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც სამეფო კლუბიდან მარსელოს ტრანსფერი ზინედინ ზიდანის გუნდში დაბრუნებამ გაართულა.
მიმდინარე სეზონში პორტუგალიური გრანდის რიგებში ალექსმა ყველა ტურნირზე 41 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც 6 გოლის და 9 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.
როგორ მევასებოდა სანდრიკა მაგრამ ძალიან მოუკლო.ეს უკონკურენციის ბრალი უფრო მგონია სპინა ჯერ ვერ უწრვს კონკურენციას