ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იუვენტუსი იკარდის გამო სამი ფეხბურთელიდან ერთ-ერთის დათმობას გეგმავს

ტუტოსპორტის მტკიცებით მაურო იკარდი იუვენტუსს იმდენად სურს, რომ მზადყოფნას გამოთქვამს სამი მოთამაშიდან ერთ-ერთსაც კი შეელიოს:

საუბარი ეხება პაულო დიბალას, ჟოაო კანსელუს ან გონსალო იგუაინს..

კანსელუს ხილვა ამ სიაში ძალზედ უცნაურია, რადგან მიუხედავად ჩაგდებული ნახევარი სეზონისა პორტუგალიელმა ყველას დაანახა, რომ მას ძალზედ დიდი პოტენციალი აქვს..

თავის მხრივ, ინტერი ნამდვილად არ იქნება უარზე თუ ყოფილ მოთამაშეს დაიბრუნებს და თან ბუნებრივია რამდენიმე ათეული მილიონითაც შეივსებს ბიუჯეტს..

პაულო დიბალასთან მიმართებაში ადრეც ვრცელდებოდა ცნობები, მაგრამ ეს ვარიანტი შემდგომ თავად ლა ჯოიამ დაბლოკა..

გონსალო იგუაინი მილანში და ჩელსიში ხანმოკლე მოგზაურობების შემდეგ, როგორც ჩანს კვლავ იუვეში ბრუნდება, სადაც მისი ხილვა მაინც და მაინც არ უხარიათ.. ალტერნატიული ვარიანტი ისევ ინტერია, რომელმაც ახლა უკვე თავად დაბლოკა ეს შესაძლებლობა..

დღეს, უშუალოდ დერბი დ’იტალიას წინ ერთმანეთს პირისპირ ჯუზეპე მაროტა, ფაბიო პარატიჩი და პაველ ნედვედი შეხვდებიან, სადაც მხარეები რამდენიმე შესაძლო ვარიანტზე ისაუბრებენ..

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ლაშა
ლაშა
5 years ago

ოღონდაც ვანდა დიბალას დაუტოვონ.

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x