ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტუტოსპორტი სავარაუდო შემადგენლობას აქვეყნებს

გამომცემლობა ტუტოსპორტი ნერიაძურის წინააღმდეგ ბიანკონერის სავარაუდო სასტარტო შემადგენლობას აქვეყნებს:

მართალია შეშლილმა წინასამატჩო პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ

ამ შეხვედრაში ადგილი რაიმე სახის ექსპერიმენტებს არ ექნება!

თუმცა, ტურინული გამომცემლობა მთელ რიგ “დემო” ვერსიებს გვთავაზობს..

კარში სიურპრიზს ამ შეხვედრაში არ უნდა ველოდოთ.. კარლო პინსოლიოს მოცდა მოუწევს, რადგან დერბი დ’იტალიაში ნომინალური მესამე კარის დარაჯის დაყენება უკვე ზედმეტი იქნება.. ვოიცეხ შესნი შეეცდება ნერიაძურის შემტევებთან გამკლავებას.

აი დაცვის ხაზში კი რამდენიმეჯერ ნანახი, დატესტილი და კიდევ იმავე რეჟიმში მყოფი სქემა გველოდება.. ემრე ჯანი სამ მცველიან ტაქტიკურ მოდულში ლეონარდო ბონუჩისთან და გამოჯანმრთელებულ ჯორჯო კიელინისთან მხარდამხარ..

სქემას რაც შეეხება, ტუტოსპორტი 3-5-2 წყობას ვარაუდობს

ახლა რაც შეეხება შუახაზს.. მოედანზე ერთბაშად მოიაზრებიან ალექს სანდრო, ჟოაო კანსელუ და ხუან კუადრადო..

მე მსურს მეცალას პოზიციაზე გამოვცადო ხუან კუადრადო, ფედერიკო ბერნარდესკი და ჟოაო კანსელუ..


შესაბამისად კანსელუ – კუადრადოდან ერთ-ერთი დღეს ოდნავ განსხვავებულ ამპლუაში მოგვევლინება.. ერთი იქნება მარჯვენა ფლანგზე ვინგერად გამწესებული, ხოლო მეორე შუახაზში ოდნავ მარჯვნივ იმოქმედებს..

უშუალოდ ცენტრალურ ზონას კი მირალემ პიანიჩი და ბლეზ მატუიდი უხელმძღვანელებენ.. მარცხენა ფლანგზე სიურპრიზს არ უნდა ველოდოთ.. წესით და რიგით აქ ბრაზილიელი ალექს სანდრო გაირჯება.

ფედერიკო ბერნარდესკი ჭკვიანი და შრომისმოყვარეა.. მისი ხილვა შუახაზში მსურს, მაგრამ ახლა ფორვარდად ითამაშებს

მაქს ფედესთან მიმართებაში კი აქვს კონკრეტული ჩანაფიქრი, თუმცა ამჯერად მას მართლაც შემტევად ვიხილავთ, რომელიც მაქსიმალურად შეეცდება კრიშტიანო რონალდუსთვის დახმარების გაწევას.. წლევანდელ სეზონში ეს ორი ერთმანეთს მოედანზე ძალზედ კარგად უგებს.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x