ფეხბურთელების შეფასებები
გთავაზობთ იუვენტუსის ფეხბურთელების შეფასებას დერბი დ’იტალიის შემდეგ:
შესნი – 5.5 – მის კისერზეა ნაინგოლანის გოლი, მაგრამ საიმედოა სხვა ეპიზოდებში.
კანსელუ – 5.5 – პირველ ნახევარში დაცვის ხაზში საკმაოდ არასტაბილურად მოქმედებს.. გადატვირთვას ახორციელებს მეორე ნახევარში და შედარებით პროდუქტიულია წინა ხაზში.
ბონუჩი – 6 – მართალია გარკვეულ სირთულეებს განიცდიდა, მაგრამ მაურო იკარდი თვალთახედვის არელიდან არ გაქცევია.
კიელინი – 6 – პირველ ტაიმში იგიც განიცდიდა პრობლემებს, მაგრამ ჯორჯო კედელია რომლის გარეშე იუვეს სტაბილურად თამაში ძალიან გაუჭირდება.
ალექს სანდრო – 6 – შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირველ ნახევარში თანაგუნდელთაგან ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
სპინაცოლა – 6.5 – 49 წუთიდან – ეფექტურად შემოდის და მუდამ მზად არის შემტევ მანევრირებებში პარტნიორებს დახმარების ხელი გაუწოდოს.. ბურთს იღებს თუ დაძაბულობას ჰქმნის მეტოქის ნახევარზე.
კუადრადო – 5.5 – არ არის იდეალურ კონდიციებში, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ და დავუკარგოთ კოლუმბიელს ის ფაქტი, რომ არასოდეს ნებდება! ბევრს დარბის და ცდილობს თავისუფალი ზონების ამოვსებას.
პიანიჩი – 7 – პირველ ნახევარში სანდროსთან ერთად პროდუქტიულად მოქმედებს.. მეორე ნახევარში რაც იუვენტუსმა თამაშის სადავეები ხელთ იგდო, მანაც უფრო შთამბეჭდავად იასპარეზა და რონალდუს გოლში ეფექტური მონაწილეობაც მიიღო.
ემრე ჯანი – 6.5 – თავდაპირველი სირთულის შემდეგ, საკუთარი ფიზიკური კონდიციების ხარჯზე მოედნის ცენტრში ბატონობს მირალემთან ერთად.
მატუიდი – 5.5 – ფრანგი აშკარად გადაღლილია და მისი მოქმედებები ნერიაძურის წინააღმდეგ ამას ნათლად ადასტურებდა.
კინი – 6 – მე-60 წუთიდან ერთვება შეხვედრაში ჩვეული ჯანსაღი საფეხბურთო აგრესიით.. მეტოქეს ბურთის ამოტანაში დიდ თავსატეხს უჩენს საკუთარი ენერგიული პრესინგით.
რონალდუ – 7.5 – პორტუგალიელს არ სურდა მარცხი და წაიყვანა გუნდი წარმატებისკენ.. მისი მოქმედებებით იუვე გამოფხიზლდა და ნაყოფიერი მეორე ნახევარი ჩაატარა.. პიანიჩთან კომბინაცია და გოლი ამ საღამოს ლოგიკური შედეგი იყო.
ბერნარდესკი – 5 – არის გრძნობა, რომ სწორედ ბერნარდესკი დააბრუნებდა იუვეს თამაში, მაგრამ რატომღაც ხშირად ცდებოდა..
ალეგრი – 6 – პირველ ტაიმში მთელმა რიგმა ექსპერიმენტებმა არ გაამართლა, მაგრამ მეორე 45 წუთში პოულობს შესაბამის მოდულს, რითაც ინტერს გაუსაძლის პირობებში ამყოფებს, ხოლო რონალდუ საქმეს ასრულებს..
აი ეგაა რა ერთი თამაში გამოანათებს ბერნა და ყველას ავიწყდება ის 3 ან 4 ჩაგდებული თამაში იმ იმედით რომ პერსპექტიულია და თვალებს ვხუჭავთ … მე თუ მკითხავ ბერნა დღესდღეობით არის იდეალური სკამი დასვენებულზე . მე პირადად გავუშვებდი დებილ სანდროს , ხედირას , დეშილიოს და დიბალას . შევავსებდი აუცილებლად მოსაყვანია თავდასხმელი მიუხედავად დიდი შტატისა ! პირლოს ფანტაზია მომენატრა ეს დებილები ვინ არიან მართლა , ალეგრიც გასაშვებია უკვე , რონალდოც ცოდოა . კინი როგორია იცი იმენა უნდა დაუღეჭო და გაიტანს . შექმნით არამგონია მარტოკ რამე შექმნას … საახალწოდ დასქკლავი გოჭივითაა , ზრდიან და მაგას გაყიდიან სადმე
ბერნარდესკი გასაშვებია, სანდროც, კვადრადოც, ბენტაკურიც, მატუიდიც, დე შილიოც და რაც მთავარია ალეგრიც მოსაყვანაია ამათ ადგილზე ხალხი ეს იუვე არ არის ძლიერი გუნდი უბრალოდ სერია ა არის ჭ კლასის ტურნირი ესეთი დაბალი დონის ალბათ საფრანგეთიც არ არის
Juves donis alegri araa
ამ იუვენტუსში რომ მარტო რონალდოა უკონკურენტო გოლეადორი, მაგიტომ გვასხმევინებენ ლიგიდან 19-20 ლის ლაწირაკები. იკარდი მოიყვანონ,კოშტას ფასად. ბერნა არაა ფორვარდი ეგ ან კაი გამთამაშებელი გამოვა,ან არაფერი არ გამოვა ალეგრის ხელში
პასები კიდევ უნდა დახვეწოს და მარჯვენა ფეხით თამაში, ტორე საჯარიმოსთან ხშირად იბნევა და გოლის ალღო არა აქვს. ერთი რობენისნაირი ცაცია გამოგვდგომოდა ამ ეგ ან კოშტა
კოშტა ძაან კლასნია )) დარტყმის ამბავში მოიკოჭლებს ცოტა,თორემ დრიბლინგი აქ იცოცხლე )) მაგრამ ალეგრის ხელში ვერც კიდე კარგ დღეში ვართ =))
ბერნარდესკი არააა იუვეს დონის, ძირითადში არაფერი ესაქმება