მაქს ალეგრის მატჩისშემდგომი კომენტარი
მატჩისშემდგომ მაქს ალეგრი სქაი სპორტის წამყვანს ესაუბრა, რომელმაც ტოსკანელი სპეციალისტი წყობილებიდან პირდაპირ ეთერშივე გამოიყვანა:
“პირველ ტაიმში ჩვენი მხრიდან უაზრო შეცდომების გამო იყო საშიშროება, რომ მეტოქეს ორ ბურთიანი უპირატესობით წაეყვანა თამაში..
თუმცა, შესვენების შემდეგ ბიჭებმა კარგი რეაქცია გამოავლინეს და თამაშზე სრული კონტროლი დაამყარეს..
ვთხოვე, რომ აკურატულად ემოქმედათ მეტოქის საჯარიმოსთან, რათა შექმნილი მომენტები სრულად გამოეყენებინათ, რასაც სამწუხაროდ ვერ მივაღწიეთ.
გასულ კვირას ფლორენციელებთან დაპირისპირება, გარკვეულწილად ამსტერდამელებთან მატჩს ჰგავდა.. ვუშვებდით გაუაზრებელ შეცდომებს, რის გამოც მეტოქეს აურაცხელი მომენტი ექნებოდა კონტრიერიშის წამოსაწყებად.
ამის გამო დავმარცხდით ტურინში და საქმე იმაში საერთოდ არ მდგომარეობდა, რომ აიაქსი თითქოს რაღაც განსაკუთრებულ საფეხბურთო სტილში ირჯებოდა..
საქმე ელემენტარულ სიჩქარეს ეხებოდა და არასწორ მოქმედებებს, რითაც მეტოქეს მათი შეტევის დროს მოუმზადებელები ვხვდებოდით.
ნერიაძურისთან პირველი ნახევრის დროს, სამწუხაროდ იდენტური რამდენიმე შეცდომა დავუშვით, მაგრამ ამჯერად დაცვის ხაზი მეტად მობილურად ირჯებოდა, ხოლო შესვენების შემდეგ გუნდმა მეტი ყურადღება გამოიჩინა.
ინტერი ძლიერი გუნდია, რომელიც შექებას იმსახურებს, მაგრამ სწორმა დასკვნებმა რომელიც შესვენების დროს გამოვიტანეთ, თამაშის სასურველი სცენარით წარმართვაში გადამწყვეტი როლი ითამაშა..
ზოგჯერ აუცილებელი არის იმპროვიზაცია.. იდეა, რომელიც გქონდა ივლისში ახლა რადიკალურად უნდა შეიცვალოს. არის სხვაობა კარგ თამაშსა და გამარჯვებას შორის, თუმცა ის ასეთი შესამჩნევიც არ არის როგორც ამას ჟურნალისტები ხატავთ.
იტალიაში ყველანი თეორიის სპეციალისტები გახდით, რაც დიდ პრობლემას წარმოადგენს..
კითხულობთ საკუთარ წიგნებს და თავი პროფესიონალები გგონიათ! მოკეტე და ამის შემდეგ მე ვილაპარაკებ, რადგან შენ ფეხბურთზე არაფერი არ იცი..
შენ ახლა უბრალოდ მაგიდასთან ზიხარ, კითხულობ საკუთარ წიგნს და რაღაც აბსტრაქციულ თემებზე საუბრობ.. ნუ გავიწყდება, რომ 6 სკუდეტოს მოპოვება მოვახერხე”.
Allegri vs Adani integrale
Allegri pessimo davvero. Manca gravemente di risperro ad Adani. “Ho vinto 6 scudetti”. Ma chi sei?! pic.twitter.com/Y8Aj1RGQaC
— MinaInterista (@MinaInterista) April 27, 2019
შედომებზე ლაპარაკობს ეს ხლე გუნდი ფეხბურტი რასაც ჰქვია 5წუტი ან ტამაშობს ანსაერტოდ არ

ბიძინასავით არის ეს დედამ…ლი))) ანუ ყველაფერი კარგად არის და თქვენ ვერ ხვდებითო რაა)))
ალეგრი ჯიგარი ხარ მიაწექი მილიონ პროცეტიანს ამბობ

Cadi alegri ra shegveshvi. Ras gverchi raginda
ეს იმას ჰგავს- მე სახალხო არტისტი ვარ და შენ არავინ არა ხარ
ვაი ჩვენ პატრონს

ანუ რა დაამტკიცე მერე მაგით, ტოპ მწრთვნელი გახდი უცებ თუ რა. ამის ტოპობა უნდა გამოჩნდეს გადამწყვეტ მომენტში ლიგაზე სადაც სტაბილურად ლუზერები გავხდით. კლასის ხარჯზე მოგებული სერიალი იქიდანაც ჩანს რომ 2 ფეხბურთელის არყოლის შემდეგ მთელი გუნდი იშლება. მწრთვნელს თავისი ხელწერა არ გააჩნია და ინდივიდუალების ოსტატობაზეა ჩამოკიდებული. მთელი სეზონი კიდე ყველას თამაში 100% ით არ წაუვა და ჩვენც ხან ტრავმებით ხან სხვა მიზეზებით ყველაზე პრესტიჟული ტურნირიდან ვვარდებით. ლიგის გამო რომ სკუდეტო დაიკიდოს ეს ვერ გარისკა ვერ მწრთვნელმა და ვერც ბოსობამ. აბა იტალიის მეფე რომ იუვენტუსია მაგას დიდი ლაპარაკი არ სჭირდება. ამას კი ვამბობთ მაგრამ რეალურად იტალიის მეფე მილანია და რატომაც ყველამ იცის.… Read more »
მომავალი სეზონის მიზანი რა არისო ჟურნალისტმა რომ კითხა და ზედიზედ მეცხრე სკუდეტო და მერე ლიგაზე კიდე ვცდით ძალასო. )))) ამას ზარბაზანი როკ.მიუშვირო შუბლში მაინც ვერ ათქმევინებ რომ მთავარი ლიგაა
შეცდომები ყველა გუნდს აქვს, მაგრამ 5 წელია გუნდის მწვრთნელი ხარ ერთი და იგივე შეცდომები რატომ მეორდება მუდამ? არ ავარჯიშებ გუნდს? იუვესთან ყველას ეტყობა რა აქვს დავალებული მწვრთნელისგან, რა აქვს მიზანში და რა უნდა, კონტშეტევის დროს წამებში ნახევარი გუნდი იუვეს საჯარიმოსთან ჩნდება, თავად იუვე კი წინ მიმავალი ან უკან ბრუნდება ან ბრმად აწვდის საჯარიმოში სადაც 7 მცველთან ერთად მარტო რონალდო დგას, ეს დავალება აქვთ? ვაფშემ არ ეყობა გუნდს მწვრთნელის ხელი, ერთმანეთს ვაფშემ არ იცნობენ თითქოს პირველად ნახეს, ვისი ბრალია ეს ?