სქაი სპორტის წამყვანი ალეგრის ისევ უტევს
მაქს ალეგრის Sky Sport-ის წამყვანთან პირდაპირ ეთერში, რომ მოუვიდა კამათი ეს თქვენთვის კარგად არის ცნობილი:
დანიელე ადანიმ ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში კიდევ ერთხელ გააკრტიკას იუვენტუსის თავკაცი:
“ნებისმიერ ადამიანთან კამათის დროს, ოპონენტს საკუთარი აზრის დაფიქსირების საშუალებას ყოველთვის ვაძლევ, განურჩევლად იმისა თუ ვინ არის ეს პიროვნება.
ინტერთან მატჩზე მისთვის კითხვა არავის დაუსვამს.. საუბარი ეხებოდა ჩემპიონთა ლიგაზე აიაქსთან მარცხს!
ალეგრი იუვენტუსის თავკაცია.. უდიდესი კლუბის, რომელსაც უამრავი ქომაგი ჰყავს მთელი მსოფლიოს მაშტაბი და ბუნებრივია მას ყოველთვის უნდა გააჩნდეს სათანადო დონის არგუმენტები.
მაშინ როდესაც იუვე აიაქსთან დამარცხდა, მან მხოლოდ მცირე დეტალები შეაჯამა და ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა დაგვიტოვა..
ტურინელები ვალდებულები არიან ჩემპიონთა ლიგა მოიგონ. სკუდეტო აღარ არის საკმარისი. კლუბმა კრიშტიანო რონალდუ დიდი მიზნებისთვის გაიფორმა და არა კიევოს დონის გუნდებთან მოსაგებად.
ალეგრიმ განაცხადა, რომ გავჩუმებულიყავი, რადგან მე ტიტულები არ მომიგია.. მან ამ უხეში სიტყვებით იმ ადამიანებს მიაყენა შეურაწყოფა, ვინც სხვა სფეროში მოღვაწეობს და ფეხბურთს ტელევიზორით ადევნებს თვალყურს”.
არც ისე ცუდი მცველი იყო ეს :))))) ესმის ფეხბურთი :))))
მალადციიი, იმედი ისევ შენ და ფანობა თუ გადააყენებთ მაგას :)))
დაველოდოთ მაინც ოთხშაბათს იქნებ გაუნათდეს გონება ხელმძღვანელობასაც :))
მიდი ჯიგარსონ მიაწექი მაგ ქვეშაჯვიას))