ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტურინელთა გეგმა ალესიო რომანიოლისთან დაკავშირებით

სპორტმედიასეტი ალესიო რომანიოლსთან დაკავშირებით:

საკმაოდ რეალურია იმის შანსი, რომ მილანი წელს ჩემპიონთა ლიგის გარეშე დარჩეს..

ჯენარო გატუზოს გუნდმა ტორინოსთან მარცხით საკუთარ მომავალსაც და გუნდის ევროპულ პრესპექტივასაც დიდი კითხვის ნიშანი დაუსვა.

იმ შემთხვევაში თუ კი როსონერი ვერ მოახერხებს ოთხეულში შესვლას, მაშინ გუნდს ფინანსური ასპექტებიდან გამომდინარე, გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს.

იუვენტუსი სიტუაციას ყურადღებით აკვირდება და სეზონის დასრულების შემდეგ მზად იქნება ალესიო რომანიოლი გადაიბიროს..

ტურინელები არც მეტი არც ნაკლები 50 მილიონი ევროს გაღებას აპირებენ იტალიელი მცველის სანაცვლოდ, რომელმაც მიმდინარე სეზონში 38 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ორი გოლის გატანა მოახერხა.

4 thoughts on “ტურინელთა გეგმა ალესიო რომანიოლისთან დაკავშირებით

  1. ძაან(( ამ სეზონის დასაწყისში ცოტა იმედი მომეცა)) ინტერიც თითქოს ფაფხურობდა თავიდან, მარა მერე ტრადიციულად ჩაკვდა)) რომა შარშან ლიგაზე მშვენივრად გამოვიდა, მარა წელს ზაგრების დინამოს დონის გუნდია ლამის)) ნაპოლის ამბიციებიც არ გაიშვა არსად)) ნუ მილანზე აღარაფერს ვამბობ) კაროჩე დიდი ფული უნდა ჩააყარონ კლუბებს რაა) ეგ არის ერთადერთი ვარიანტი, რო მალე ეშველოს ძირითად გრანდებს მაინც)

  2. ვერც მეკარეებს ვეღარ ზრდიან,ვერც მწვრთნელებს და ვერც ვერავის =)) დონარუმაო,პერინიო,ალეგრიო.. ცუდ დღეშია იტალიური ფეხბურთი ))))))

  3. ეს იტალიელები მცველებსაც ვეღარ ზრდიან ტო. ცუდი ნამდვილად არ არის, მარა ისეთიც არ არის რო ინატრო რაა)) სადაც ამაში 50, იქაც დე ლიხტი ბარემ! არამგონია, რო 100 და მეტი დაადონ დე ლიხტს. მცველია მაინც რაა და 60-70 არის ალბათ მაქსიმუმი და მაგ თანხას თავისუფლად გაისვრის ანიელი თუ მოინდომებს

  4. თუ დე ლიგტი ან ვარანი ვერ მოვიყვანეთ ყველაზე მეტად მე რომანიოლი მინდა რომ მოვიდეს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.