მაქს ალეგრის ვრცელი ინტერვიუ რაი სპორტთან
გუშინ, მაქს ალეგრი რაი სპორტის პირდაპირ ეთერში საკუთარ მომავალზე და რეაქციაზე, რომელიც ინტერთან მატჩის შემდეგ პირდაპირ ეთერში დაფიქსირდა:
“დღეს, თავს უკვე მშვიდად ვგრძნობ, განსხვავებით გუშინდელისგან, როდესაც ვერ მოვახერხე ემოციების შეკავება.
უნდა გესმოდეთ, რომ როდესაც ყოველდღიურად ადამიანები შენს პირად საქმეში ერევიან და მიგითითებენ თუ როგორ უნდა იმოქმედო, ეს გარკვეულწილად გაბნევს..
მხოლოდ და მხოლოდ ადამიანი ვარ, რომელიც არ მიგითითებთ იმაზე თუ როგორ უნდა იმუშაოთ..
კონსტროქციული ხასიათის კრიტიკას მოვისმენ და მივიღებ, რადგან ეს სპორტის განუყოფელი ნაწილია..
თუმცა, როდესაც საქმე ერთი და იგივეს ეხება, თან ყოვლად ჩამოუყალიბებელს ან აზრს მოკლებულს, ბოდიშით მაგრამ ამას რეაქციაც შესაბამისი მოყვება.
ჩემპიონთა ლიგის ტკივილი დიდია.. თუმცა არიან გუნდები რომლებიც მის მოპოვებას არანაკლებ დიდ დროს ანდომებდნენ.
მესმის, რომ ჩვენ აგერ უკვე 23 წელია ვცდილობთ, მაგრამ არც ის უნდა დავივიწყოთ რომ უკანასკნელი 5 წლის მანძილზე გუნდის დონე საგრძნობლად გაიზარდა.
მომავალთან დაკავშირებით ყველაფერი მარტივად გამოიყურება. გუნდთთან კიდევ ერთ წლიანი ხელშეკრულება მაკავშირებს და დიახ, იუვენტუსში ვრჩები!
ფეხბურთელობისას თავად ვუშვებდი ყველა ამ შეცდომას, ამიტომაც ვეუბნები ბიჭებს რომ რაც არ უნდა გააკეთონ, მე ეს უკვე ვიცი.. სწორედ ამიტომ არის გამოცდილება საჭირო.
ყველაფერთან ერთად აუცილებელია პოზიტიური და მხიარული განწყობის შექმნა, რადგან სხვაგვარად მუშაობა უბრალოდ არ შემიძლია.
თამაშის დროს შედეგი ყველაზე მთავარია.. კლუბის წლიური შემოსავალი 550 მილიონს უტოლდება, რაც საკმაოდ დიდი ფულია და ჩვენ გარკვეული პასუხისმგებლობის ქვეშ გვაყენებს.
სიმართლე გითხრათ არ მომწონს მთელი ეს საუბრები ტაქტიკურ მოდულებზე.. 3-5-2, 4-3-3 ეს მხოლოდ ციფრებია..
ამ პერიოდის მანძილზე ერთ კარგ რამეს მივხვდი..
ფეხბურთი არის სულელური სპორტი ჭკვიანი ადამიანებისთვის, რადგან ყველაზე მარტივი რამ რატომღაც ყველაზე რთულად მისახვედრი ხდება.
მაგალითად თქვენ შეგიძლიათ თქვათ, რომ ფეხბურთელმა ერთი რიგითი ჩაწოდება განახორციელა, რაც სიმართლესთან ახლოსაც არ დგას.
ხარისხის თვალსაზრისით რაც უფრო ქვემოთ მოიწევთ, მოთამაშეები ფიქრობენ, რომ ბურთს რაც მეტად გაიჩერებენ, უფრო ნიჭიერები გამოჩნდებიან, მაგრამ ეს უკვე ფეხბურთი აღარ არის”
ალეგრი ჯიგარი ხარ მიაწექი კრიტიკოები სულ იქნებიან იმ ჟურნალისტსაც კარგად და მაგრად მიაბრიზგე ღირსი იყო კაცმა მოიგე 6 სკუდეტო 4 თასი და 1 სუპერთასი და თურმე ეს არაფერია ლიაგსაც მალე დადებ იუვესთან მიდი ალეგრი მიდიიიი

გმაგარი კვერცხია ფეხბურთის აზრზე არააა საიდან მლხვდა იუვეში რა დამსახურებით