ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პიანიჩი:”მომავალი? უმჯობესია იუვენტუსს მოვუსმინოთ”

მირალემ პიანიჩთან დაკავშირებით ურთიერთ გამომრიცხავი ცნობები ვრცელდება და ბუნებრივია ჟურნალისტები მისი მომავალით დაინტერესდნენ:

“კითხვაზე რა მელოდება მომავალში, ჩემზე უკეთესად კლუბი გიპასუხებთ.. ამ საკითხზე პასუხის მოსმენა მათგან მოგიწევთ..

იუვენტუსი ვალდებულია დომინირებდეს ყველა საფეხურზე.. დიახ, იტალიაში სიტუაცია პროდუქტიულად ვითარდება, თუმცა ევროპაში საქმე არცთუ ისე მარტივად არის..

ადამიანები, რომლებიც საერთოდ არ არიან საქმეში ჩახედულნი უაზრო დასკვნებს აკეთებენ..

სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ უბრალოდ არ გაგვიმართლა და კონკრეტულ შეხვედრაში დასახულ მიზანს ვერ მივაღწიეთ.

ჩვენ საკუთარი გეგმის შესრულებას მომავალ სეზონში ისევ შევეცდებით..

აქ საოცრად დიდი პროფესიონალები მუშაობენ და მთავარი მწვრთნელი უდაოდ მათ რიცხვში შედის.. მაქსმა ზუსტად იცის რა გვჭირდება წარმატების მისაღევად”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x