გაძეტა დელო სპორტის ინტერვიუ ფედერიკო ბერნარდესკისთან
გთავაზობთ ფედერიკო ბერნარდესკის საკმაოდ გულახდილ ინტერვიუს, რომელიც მან გაძეტა დელო სპორტის ჟურნალისტთან ჩაწერა:
“იუვენტუსი გაიძულებს გაიზარდო, თუ რათქმაუნდა შენ მათი მხრიდან წამოსული რჩევების მოსმენის და სწორი დასკვნების გაკეთების უნარი გაგაჩნია.
დღეისათვის შემდგარი მამაკაცი და ფეხბურთელი ვარ, მაგრამ ამაზე შეჩერებას ნამდვილად არ ვაპირებ.
16 წლის ასაკში ჩემი ფიზიკური კონდიციების განვითარებას საფრთხე შეექმნა.. ვხედავდი პარტნიორებს, როგორ იზრდებოდნენ, ემატებოდათ ძალა ხოლო თავად ერთ საფეხურზე შევჩერდი..
ბუნებრივია ეს ყველაზე რთული მომენტი იყო ჩემ ცხოვრებაში, მაგრამ მაშინ მივხვდი რომ დიდი შრომის ფასად, მცირეოდენი წარმატებაც კი ძალიან ბევრს ნიშნავს!
ლიდერი აუცილებელია იყოს ჭკვიანი, პასუხისმგებლობის დიდი გრძნობით და რაც მთავარია მისაბაძი!
ფაქტია მიმდინარე სეზონში ხარისხის თვალსაზრისით დიდი პროგრესი განვიცადე..
ეს ცხოვრებისეული მომენტია, როდესაც შენ იზრდები და ახალ საფეხურზე ადიხარ.
კრიშტიანო რონალდუმ ყველა იმ ადამიანს ვისთანაც მას მოუწია ურთიერთობა, რაღაც განსაკუთრებული გადაცა..
გასახდელში ჩემპიონსაც მოაქვს თავისი განსაკუთრებული ქარიზმატულობა..
მისი ყურება სამუშაო პროცესის დროს საოცარია.. შენ მისგან ბევრ საჭირო თვისებებს შეიძენ..
პირადად მე სწორედ ასე ვიქცევი.. ჩვენ ჩინებული ურთიერთობა გვაქვს!
ვარჯიშის დროს მის წინააღმდეგ თამაში უფრო მომწონს, რადგან ერთად ყოფნისას ყველაფერი უფრო იოლია..
შენ კიდევ მაშინ სწავლობ, როდესაც ამ ყველაფრის მარტო კეთება გიწევს.
მაქს ალეგრი ლიდერია.. ეს არის მწვრთნელი რომელიც ყველას მოიცავს და ჰქმნის ნამდვილ ქაოს..
მომწონს მასთან საუბარი.. ვიცი რაოდენ კარგად ფიქრობს ჩემს შესაძლებლობებზე და ისიც კარგად მომეხსენება, რომ უფრო მეტის მიღება სურს..
ჩვენ ორივე ტოსკანიდან ვართ და ერთმანეთს კარგად ვუგებთ.. ხშირად ვხუმრობთ ხოლმე.. საწვრთნელი სესიის დროს ლივორნული აქცენტითაც კი მესაუბრება.. თუმცა, ჩვენი უშუალო საუბარი ყოველთვის კონსტრუქციულია”.
ამისთვის ასე ვფიქრობ მომავალი სეზონი გადამწყვეტი უნდა იყოს. 2 სეზონია უკვე იუვეშია, რაც არაა ცოტა დრო. მომავალ მესამე სეზონში თუ გაიხსნა და იფრინა დადგება დიდი ფეხბურთელი, თუარადა ყოველთვის ერთ დონეზე დარჩება მერე, დარჩება ფეხბურთელად რომელსაც ნიჭი და შესაძლებლობები ჰქონდა და ვერ განვითარდა.