ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იუვენტუსი დაცვის ხაზის გაძლიერებას განაგრძობს

წესით და რიგით დღეს ერთმანეთს ანდრეა ანიელი და მაქს ალეგრი შეხვდებიან:

თუმცა, პარალელურად ფაბიო პარატიჩი აქტიურად განაგრძობს მუშაობას გუნდის გასაძლიერებლად მომავალი სეზონისთვის..

ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური ზონა, სადაც ბიანკონერი მსუყე ინვესტიციის გაღებას გეგმავს არის დაცვის ხაზი..

გუშინ, ლონდონში საქმიანი ვიზიტით ფაბიო პარატიჩი ტოტენჰემი – აიაქსის დაპირისპირებას დაესწრო..

მისი თვალთახედვის არეში მოქცეული არის ბელგიელი ტობი ალდერვეირელდი რომლის გაფორმება ტურინს ჯერ კიდევ ორი წლის წინ სურდა.

ფეხბურთელის კონტრაქტში არსებული პუნქტის თანახმად, ბიანკონერის მოთამაშის გაფორმება 30 მილიონ ევროდ შეუძლია, რადგან გამოსასყიდ პუნქტში სწორედ ეს ციფრია მითითებული.

კულუარული ცნობებით მოთამაშესთან პირადი კონტრაქტის დეტალებზე მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია და მხარეები ფინანსური ასპექტის დეტალებზე საუბრობენ..

ამის გარდა, ბიანკონერის უკვე “დაბლოკილი” ჰყავს კრისტიან რომერო ჯენოადან.. 21 წლის უკანახაზელს საკმაოდ კარგი პრესა აქვს და უნდა ითქვას წლევანდელ სეზონში პროდუქტიულად ირჯება..

არაა გამორიცხული მას კიდევ ერთი ახალგაზრდა ფიგურა შეემატოს.. საქმე სასუოლოს თურქ მცველს მერიხ დემირალს ეხება..

არტემიო ფრანკიზე ყოფნის დროს ფაბიო მასაც აკვირდებოდა და როგორც ირკვევა საქმე პროგრესულ ეტაპზეც კი არის მისული..

იუვე ახლოს არის ტრანსფერთან და თუ იგი მართლაც შედგა, მაშინ თურქი ერთი სეზონით სასუოლოში დარჩება, ხოლო შემდგომ ტურინში გადაბარგდება.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x