ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კალჩომერკატო:”რა შემთხვევაში გაიფორმებს იუვე მილინკოვიჩ-სავიჩს?”

რა შემთხვევაში შეიძლება, რომ იუვენტუსმა სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი გაიფორმოს? ამ კითხვაზე პასუხს კალჩომერკატო გვთავაზობს:

შარშანდელ სეზონში სერბი მოთამაშის სახელი და გვარი ყველა წამყვანი გამომცემლობის პირველ გვერდებს ამშვენებდა..

რეალი, მანჩესტერული გრანდები, ბაიერნი.. ყველა ეს კლუბი დიდი თანხის გადახდას გეგმავდა და ბუნებრივია კლაუდიო ლოტიტომ დიდი ფულის სუნი იგრძნო..

თუ, აქამდე ლაციალეს პრეზიდენტი საკუთარ მარგალიტს 80 მილიონამდე აფასებდა, ზაფხულში ეს ციფრი უკვე 150-მდეც კი გაიზარდა..

იუვენტუსი ასევე აქტიურად ცდილობდა მის გადაბირებას.. რა არ შეთავაზეს კლაუდიოს მაგრამ მისი პასუხი ასეთი იყო:

“100 მილიონი? ამ თანხად შეგიძლიათ სხვა მოთამაშე შეიძინოთ!”

ვინ იცის რომ არა კრიშტიანო რონალდუს მოულოდნელი შესაძლებლობა, ახლა ამ თანხის ინვესტირება სწორედ სერბში განხორციელებულიყო..

თუმცა, ვფიქრობ მოვლენები როგორც განვითარდა უკმაყოფილო არცერთი ჩვენთაგანი არ დარჩენილა, განსხვავებით ისევ და ისევ ლოტიტოსგან..

დღეისათვის სერგეის ღირებულება 80 მილიონამდეა დაცემული და ამ თანხის გადახდასაც კი არავინ აპირებს..

და რა ხდება იუვეს გარშემო? ფიქრობენ კიდევ სერბზე?

დიახ, ფიქრობენ.. მართალია ტურინელთათვის პრიორიტეტში პოლ პოგბა, ისკო ალარკონი, ტანგი ნდომბელე და ნგოლო კანტე იმყოფებიან, თუმცა..

იუვე აღარ ჩაერთვება აქციონში და არც ფასის დაკლების თვალსაზრისით დაიწყებს პროცესებით მანიპულირებას..

მაგრამ დავუშვათ ლაციალეს პრეზიდენტმა საკუთარ მოთხოვნებს გადახედა, ხოლო იუვეს ზემოთხსენებულ მიზნებზე ფინანსური თვალსაზრისით პრობლემები შეექმნა, მაშინ..

მაქს ალეგრის ძალიან მოწონს ტანმაღალი მილინკოვიჩ-სავიჩი და მისი ადგილი ამ იუვეში ყოველთვის მოიძებნება..

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
5 years ago

რათქმაუნდა, როგორც ყოველთვის იუვენტუსი “ჩაწოლილ ტავარს” აწვება… როდემდე უნდა გაგრძელდეს ამ მორჩენილი ხალხის ყიდვა და რატო ვერ ქაჩავს გუნდი ფინანსურად დიდ ტრანსფერებს როცა ფინანსურ რეიტინგში სულ მოწინავე პოზიციებზეა?

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x