ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კანტე, ნდომბელე, პოგბა, კროოსი – იუვენტუსი და მისი გეგმები

მადრიდის რეალის და ტურინის იუვენტუსის დაპირისპირება სატრანსფერო ბაზარზე კიდევ ერთ მოთამაშეზე შედგება:

არავისთვის არ არის სიახლე, რომ პოლ პოგბა ორივე გრანდის ინტერესებში შედის, თუმცა როგორც ირკვევა არამხოლოდ მანჩესტერელია მათი საერთო ინტერესის სფერო..

ტანგი ნდომბელეს ტრანსფერზე, რომ ბიანკონერი მუშაობს ამაზე გუშინ ჟან მიშელ ოლაც საუბრობდა, მაგრამ საქმეში ესპანელებიც ერთვებიან.

ჩელსისთან მოლაპარაკებები ნგოლო კანტეზე გართულდა, რადგან ლონდონელები ფრანგის სანაცვლოდ მინიმუმ 150 მილიონს ითხოვენ, ხოლო ფლორენტინო პერესი საყრდენი ტიპის შუახაზელში ასეთი თანხის გადამხდელი არ ჩანს.

სწორედ ამიტომაც გადაერთვნენ ისინი ლიონთან მოლაპარაკებებზე, რომელიც ამ ეტაპზე 70 მილიონს ფასობს.. მაგრამ საქმეში რაც მეტი კლუბი ჩაერთვება, მით უფრო გაიზრდება ლიონის მადა..

ამაზე თავად ოლამაც განაცხადა:

მე კი მსურს ანდრეას მივცე ფეხბურთელი, მაგრამ გასათვალისწინებელი იქნება სატრანსფერო თანხა, რომელიც მაგიდაზე დაიდება.

ზინედინ ზიდანს შუახაზის გადახალისება აქვს გადაწყვეტილი და შესაძლოა ამაში იუვენტუსიც იყოს დაინტერესებული, რომელსაც ტონი კროოსი უკვე დიდი ხანია სურს..

კულუარული ცნობებით ფრანგს სწორედ გერმანელის ხარჯზე სურს “რეორგანიზაციის” დაწყება.. ბიანკონერი კი ბედნიერი დარჩება თუ გერმანელი კარიერას ალიანც არენაზე გააგრძელებს.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

4 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
5 years ago

ისკო და კანტე ჭირდება ახლა იუვეს და ნახევარდაცვის ცენტრი იფრენს.
ისკო და პიანიჩი ბურთს დაიჭერს, შეტევას წარმართავს, ცენტრიდან გამჭოლ გადაცემებს გააკეთებს მარტო ჩაწოდებებით რო უტევს ახლა იუვე, თამაშის ტემპს გააკონტროლებს და კაცს მოატყუებს და ამათ უკან დადგება და დაკარგულ ბურთის ართმევაზე და უეცრად წამოსულ კონტრშეტევების ჩაშლაზე იმუშავებს სწრაფი, ჭკვიანი და *ესლი კანტე.

რ ე ა ლ ი ს ტ ი

კროოსი ჯობია ყველას,მერე პოგბა მერე ნდობელე და კანტე ყველაზე ნაკლებად ჭირდება ახლა იუვეს, მასეთი მატუიდიც გვყავს

OLD Juventus
OLD Juventus
5 years ago

მე ნდომბელეს პირველ ადგილზე დავაყენებდი, კროოსის რატომღაც აღარ მჯერა და არც რეალი და ზიდანია ისეთი უჭკოუ ტყუილად რომ ანაცვლებდეს…

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

29 წლის კროოსი როგორ ჯობია ყველა დანარჩენს?
და თან მაინცდამაინც მოტივაცია ვერ ექნება, სანაკრებო და საკლუბო დონეზე ყველაფერი მოიგო რაც კი შეეძლო და რის გამო ექნება მოტივაცია სერიალის მოგების გამო? რუტინულად მიუდგება თავის საქმეს რაც იუვეს არ აწყობს ნამდვილად. ყველა კრისტიანო რონალდო არაა მოტივაცია რო სოფლის ჩემპიონატშიც შეინარჩუნოს.

| Newsphere by AF themes.
4
0
Would love your thoughts, please comment.x