ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სოციალურ ქსელში ალეგრის ხელმოწერის თხოვნაზე უარის გამო ლანძღავენ

იტალიაში რომ ყველაფრის დრამატიზირება უყვართ, ახალი არავისთვის არის:

დაახლოებით ორიოდე საათის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო რგოლი, სადაც ალიანც არენაზე იუვენტუსის მაისურით გამოწყობილი მოზარდი მწვრთნელთან სამახსოვრო ხელმოწერის მიღების იმედად მივიდა..

ეს ყველაფერი 20 აპრილს ფიორენტინასთან საშინაო მატჩის წინ დაფიქსირდა, როდესაც გუნდები მოედანზე გამოსასვლელად ემზადებოდნენ..

ალეგრიმ ბიჭს ამ თხოვნაზე უარი უთხრა, რის გამოც პაულო დიბალას მაისურში მყოფი მოზარდი იუვენტინო სევდიანი გაეშურა საკუთარი ადგილისკენ..

სოციალურ ქსელში ამ რგოლს შესაბამისი გამოხმაურება მოყვა.. ქომაგები ორად გაიყვნენ: ადამიანები, რომლებიც მწვრთნელს იცავდნენ და ისინი ვინც სასტიკად აკრიტიკებდნენ..

ობიექტურობისთვის ისიც უნდა ითქვას, რომ თამაშზე კონცენტრირებულმა მაქსმა ხელმოწერა იმ მოტივით არ მიცა, რომ შემდგომ მასთან დანარჩენი ტიფოზები არ მისულიყვნენ იდენტური თხოვნით.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x