ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

Corsport:”სიტუაცია მოიზ კინთან დაკავშირებით შესაძლოა გართულდეს”

Corsport-ი მოიზ კინთან დაკავშირებით:

სიტუაცია ჯერჯერობით სტაბილურად გამოიყურება, მაგრამ თუ მხარეები საერთო ენას მალევე არ გამონახავენ, მაშინ სატრანსფერო ბაზარზე იუვენტუსს დიდი ვნებათაღელვა ელის..

საქმე იმაშია, რომ მინო რაიოლას უკვე არაერთი კლუბი დაუკავშირდა საკმაო მსუყე წინადადებებით..

მართალია პოპულარულ აგენტს ტურინელებთან ჩინებული ურთიერთობა გააჩნია, თუმცა პსჟ-ს წინადადება იმდენად შთამბეჭდავად გამოიყურება – სეზონში 5 მილიონი ევრო, რომელზეც უარის თქმა შესაძლოა მართლაც გაუჭირდეთ..

ფაბიო პარატიჩის კარგად მოეხსენება, რომ მოლაპარაკებები რთულ ვითარებაში წარიმართება, მაგრამ მის დასაჩქარებლად ყველა ღონეს იხმარს..

ბიანკონერის სპორტული დირექტორი კინს არსებული კონტრაქტის 2024 წლამდე გახანგრძლივებას, წლირად 2 მილიონ ევროს და სხვადასხვა მიღწევებისთვის დამატებით ბონუსებს შეთავაზებს..

კულუარული ცნობებით რაიოლა ამ ციფრის დაახლოებით სამ მილიონამდე გაზრდას ცდილობს და თუ მხარეები მიაღწევენ შეთანხმებას, მაშინ ეს სიტუაციას უფრო იოლს გახდის..

პსჟ, მილანი და ინტერი ყურადღებით აკვირდებიან მოვლენების განვითარებას..

ნერიაძური საკმაოდ ამბიციურად არის განწყობილი და როგორც გუშინ დავწერეთ მზადყოფნას გამოთქვამს პროცესში არამარტო მაურო იკარდი არამედ მილან შკრინიარიც კი ჩართოს.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x