ფაბიო კაპელო:”იუვე შეყვარებულია ისკოზე”
ფაბიო კაპელოს თქმით იუვენტუსი “ოცნებობს” ისკოს ტურინში ჩაყვანაზე:
“ბიანკონერის მესვეურებთან საუბრის დროს, არაერთხელ გაიჟღერა ისკოს გვარმა..
დიახ, ისინი შეყვარებულები არიან ესპანელზე და მათ ძალიან დიდი იმედი ჰქონდათ, რომ სწორედ ამ ზაფხულს მოახერხებდნენ მის დამატებას..
თუმცა, ზინედინ ზიდანი ჭკვიანი ადამიანია და იგი მასსზე უარს ნამდვილად არ იტყვის..
ფრანგი რომ არა ისკო ახლა იუვენტუსის რიგებში იქნებოდა”.
აუ არადა დახატავდა იუვეს ეს. ზუსტად ეგეთი ბურთის დამჭერი, ტემპის გამკონტროლებელი, პასის მიმცემი და კაცის მომტყუებელი ჭირდება იუვეს, თან ჰაერივით ჭირდება… მოტივაცია არ მოაკლდება რადგან რეალში არასდროს მიცემია შანსი რო მთელ მსოფლიოს დაუმტკიცოს რო დიდი ფეხბურთელია და იუვეში იზამს ამას. თან პიანიჩსაც უფრო რო გამოუნთავისუფლდება სივრცე ისიც უფრო გაიხსნება და ათამაშდება და სასწაული კრეატიული, ჭკვიანი და ორგანიზებული ცენტრი გვეყოლება.
ჰო და ზიზუს მმმ.. არასდროს მევასებოდა , ვაღიარებ რომ ძაან ელეგანტური მოძრაობები და ჭკვიანი იყო მაგრამ მის წარმატებებს იღბალი სულ თან სდევდა …