ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ჯანლუკა დი მარციო იუვენტუს და ანიელის მწვრთნელთან დაკავშირებით რჩევას აძლევს

ჯანლუკა დი მარციო ლუკა მარკეტისთან ერთად პირდაპირ ეთერში იუვენტუსის მთავარი მწვრთნელის შესაძლო ვარიანტებზე საუბრობდა:

“საკმაოდ უცნაური სიტუაციაა შექმნილი.. მაქს ალეგრი ამბობს რომ გუნდში რჩება, ხოლო დანარჩენები პირდაპირი პასუხისგან თავს არიდებენ და აცხადებენ, რომ პრეზიდენტმა ამ თემაზე უკვე ისაუბრა..

ბუნებრივია ჩვენ ყველას მოცდა მოგვიწევს თუ როდის შეხვდებიან ისინი ერთმანეთს..

თუმცა, ეს პერიოდი შეგვიძლია გამოვიყენოთ, რათა ანალიზი გავუკეთოთ შექმნილ სიტუაციას და პირობითად მაქსის გუნდიდან წასვლის შემთხვევაში რა უნდა მოიმოქმედოს ანდრეა ანიელიმ..

პეპ გუარდიოლა ხმაურიანი და სტატუსის მქონე გადაწყვეტილება იქნებოდა, მაგრამ მისი 20 მილიონი სეზონში ამ ყველაფერზე მაღლა დგას..

ანტონიო კონტე? იგი იმდენად მოიხიბლა ჯეიმს პალოტას პროექტით, რომ ნაკლებად მოსალოდნელია რომას უარი უთხრას.. მათი მიზანი პირველსავე სეზონში ჩემპიონობა იქნება..

დიახ, არიან სხვადასხვა კანდიდატები მაგრამ ნამდვილად არ მესმის რატომ არ ფიქრობს იუვენტუსი ჯიან პიერო გასპერინიზე?

ინტერი? მერწმუნეთ ამ გუნდში მიხვიდე და რაღაც შექმნა, არის ურთულესი და ხშირ შემთხვევაში თვითმკვლელობის ტოლფასი..

იუვენტუსში გასპერინის მშვიდად მუშაობის საშუალება ექნება ერთი მხრივ, ხოლო მეორე მხრივ გუნდის ქომაგები იხილავენ საკმაოდ დინამიურ გუნდს, რასაც ასე აქტიურად ითხოვენ მერამდენე სეზონია..

ამიტომ ანიელის რჩევასავით მივცემდი, რომ ეს ვარიანტი მინიმუმ განიხილონ..”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
5 years ago

gasperini dzaan kai fexburts tamashobs )) aucilevlad unda imushaos grandshi … alegris amaze meti araferi gauketebia kaliarishi )) exla rasac aketebs kide saertod marazmia

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x