ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბალოტელი:”რონალდუ? მესი ჩვენი პლანეტიდან არ არის”

მარიო ბალოტელიმ სოციალურ ქსელში ლეო მესის გუშინდელი ასპარეზობის შემდეგ პოსტი გამოაქვეყნა, ხოლო მოგვიანებით კომენტარიც გააკეთა:

პოსტი იყო შემდეგი შინაარსის შემცველი

“და თქვენ ამბობთ, რომ კრიშტიანო რონალდუ მე მჯობია? კი მაგრამ ვინ ედრება?

ის და ლეო მესი მსოფლიოში საუკეთესოები არიან!

მაგრამ ლეო.. ეს ჩვენი პლანეტიდან არ არის! მშვიდობიანი ღამე ყველას!”

ახლა კი თავად კომენტარი, რომელიც ამ სტატუსის მერე გააკეთა

“სტატისტიკური თვალსაზრისით ისინი ერთმანეთს ძალიან გვანან..

მაგრამ ვუყურებ არგენტინელის თამაშს და ყოველჯერზე მეუფლება განცდა, რომ ის ამ პლანეტიდან არ არის.

ხარისხის თვალსაზრისით არგენტინელი უკონკურენტოა..

ნებისმიერ მცველს კითხეთ, რომლის წინააღმდეგ ურჩევნია მოედანზე გასვლა და ყველაფერს თავადვე მიხვდებით.

ლეო რომ არ ყოფილიყო რონალდუ უდაოდ საუკეთესო იქნებოდა..

პორტუგალიელს საკუთარი შრომისმოყვარულობის გამო ძალიან დიდ პატივსვცემ!

ატლეტიკოსთან კრიშტიანო ბურთს სამჯერ შეეხო და სამივეჯერ გაიტანა.. აი ამაშია მისი ძალა!

არგენტინელმა კი ლივერპულთან მატჩი გააკეთა და სტატისტიკა ახლა ჟურნალისტებისთვის მომინდია.

პელეს უფრო მეტი გოლი აქვს გატანილი, მაგრამ საკმარისი იყო დიეგო მარადონა ბურთს შეხებოდა, რომ ყველაფერი შეიცვალა”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
5 years ago

მერე შენც გქონოდა ამის შრომისმოყვარეობის ნახევარი და მიაღწევდი ბევრად მეტს)

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x