ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ჯოვანი ბრანკინი იუვენტუსის გარშემო საინტერესო ფაქტებზე საუბრობს

იტალიაში საკმაოდ პოპულარული აგენტი და საფეხბურთო კლუბების მესვეურებთან დაახლოებული ჯოვანი ბრანკინი საინტერესო თემებზე საუბრობს:

“როდესაც მეკითხებიან თუ ვინ არის საუკეთესო მწვრთნელი, ჩემი აზრით ასეთი პეპ გუარდიოლაა.. მაგრამ იუვენტუსისთვის ამ ეტაპზე მაქს ალეგრიზე უკეთესი ვარიანტი ხელმისაწვდომი არ არის.

ალეგრის  და ანდრეა ანიელის შორის შეხვედრა არ იქნება გადამწყვეტი ურთიერთობის გახანგრძლივების კუთხით, რადგან ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია..

ამ შეხვედრაზე მხარეები მომავალ გეგმებზე ისაუბრებენ.. ერთმანეთს საკუთარ მოსაზრებას გააცნობენ და სატრანსფერო პოლიტიკასაც შეეხებიან..

პაულო დიბალას გუნდიდან წასვლა ახლა საკმაოდ რეალურია..

ინტერთან მიმდინარეობს მუშაობა მაურო იკარდის ბარტერზე და თუ ლა ჯოიასგან თანხმობას მიიღებენ მაშინ საქმე წარმატებით განვითარდება. იდეაში, ეს ორივე მხარისთვის მომგებიანი იქნება.

კრიშტიანო რონალდუს ტრანსფერი ტურინში რთულად წარმოსადგენი იყო, მაგრამ გადაჭრით არასდროს მითქვამს, რომ არ გამოვიდოდა..

რატომღაც პრესაში იწერებოდა თითქოს ჯუზეპე მაროტა მისი გაფორმების წინააღმდეგი იყო, რაც სიმართლეს არ შეესაბემება.. ბეპესთან შეხვედრისას მე ეს არ მიგრძვნია..

ჰქონდათ თუ არა დაპირისპირება უშუალოდ ხელმძღვანელებს ამ საკითხზე? მეეჭვება.. ფაბიო პარატიჩი, ანდრეა ანიელი და ჯუზეპე მაროტა ყოველთვის ჰარმონიულად მუშაობდნენ.

ხამეს როდრიგესის იტალიაში გადმობარგება ძალზედ რეალურია.. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, თუ ვინ ეძებს ახლა ბაზარზე გამთამაშებელს და მასსზე კარგი ვარიანტი დღეისათვის რამდენი იცით?”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Bianconeri.10
5 years ago

რონალდო იკარდი ბერნარდესკი ბომბა იქნება ))

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x