ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრის შემადგენლობაში ცვლილება შეაქვს

რა სქემით ითამაშებს ემრე ჯანის გარეშე დარჩენილი იუვენტუსი?

მაქს ალეგრის წლევანდელ სეზონში ტრავმების კუთხით აშკარად დიდი თავსტკივილი გააჩნია.

კულუარული ცნობებით თუ ბიანკონერის თავკაცი 3-5-2 სქემაზე ფიქრობდა, ახლა 4-4-2-ზე გადაეწყობა..

კარში ვოიცეხ შესნი იდგება..

დაცვის ფლანგებზე ჟოაო კანსელუ და ლეონარდო სპიანცოლას უნდა ველოდოთ.. გარკვეულწილად სპინასთვის ეს პერიოდი გადამწყვეტი იქნება გუნდში დარჩენის თვალსაზრისით..

ნახევარდაცვაში გერმანელის გარეშე ბიანკონერი ბლეზ მატუიდის და მირალემ პიანიჩის იმედად იქნება..

ფლანგებზე წესით და რიგით ხუან კუადრადოს უნდა ველოდოთ, რომელსაც ბევრი გაუცდა და ამ ეტაპზე გუნდისთვის რომელსაც საკადრო პრობლემები აქვს, შეუძლია დახმარების გაწევა.. საპირისპირო ფრთაზე კი ფედერიკო ბერნარდესკი იასპარეზებს.

შემტევ დუეტს კი მოიზ კინი და კრიშტიანო რონალდუ შექმნიან.. თავდაპირველ ვარიანტში ახალგაზრდა იტალიელი სკამზე განიხილებოდა, მაგრამ სიტუაციიდან გამომდინარე მაქს გეგმების შეცვლა მოუწია.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x