ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაქს ალეგრის ვრცელი მატჩისშემდგომი კომენტარი

გთავაზობთ მაქს ალეგრის მატჩისშემდგომ კომენტარს:

“მარცხი იქნებოდა სრულიად დაუმსახურებელი.. პირველ ნახევარში მეტოქის საჯარიმოსთან რამდენიმეჯერ უხეშად დავკარგეთ ბურთი და გოლიც რეალურად, ჩვენი საჩუქრის შემდეგ გაიტანეს..

მეორე ნახევარში კი მათ ჩვენი კარის მიმართულებით ფაქტირუად აღარ დაურტყამთ..

მსურს ბიჭები შევაქო, რადგან მიუხედავად მოპოვებული სკუდეტოსი ისინი მინდორზე ყოველთვის მაქსიმუმს იღებენ!

ახალგაზრდა ფეხბურთელებს თამაშის საშუალებას იმიტომ ვაძლევთ, რომ მათი პროგრესი უფრო სწრაფი ტემპით განვითარდეს.

გრანდე ტორინო იტალიური ფეხბურთის ისტორიაა და აუცილებლად უნდა გვახსოვდეს თუ როგორი ტრაგედია დატრიალდა 70 წლის წინ..

ადანისთან სკანდალი? იმედგაცრუებული ვიყავი რა მოხდა, მაგრამ დღესაც აქ იმიტომ მოვედი რომ მოედანზე მიმინდინარე მოვლენებზე მესაუბრა..

ხალხი წლობით საუბრობს ფეხბურთის ევოლუციაზე, მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს რასაც ჩვენი მწვრთნელები წლობით გვასწავლიდნენ, უბრალოდ ავდგეთ და დავივიწყოთ?

მწვრთნელის როლი საკმაოდ საპასუხისმგებლო და რთულია..

მას სეზონის თითოეული მონაკვეთის წინასწარ განსაზღვრა უნდა შეეძლოს, თუ რა კონდიციებში შეხვდებიან ფეხბურთელები ამა თუ იმ მონაკვეთს.

ფეხბურთი აუხსნელი მოვლენა.. ეს რომ ასე არ იყოს მაშინ ვინ ამიხსნიდა როგორ მოვახერხეთ რეალის დამარცხება 38%-იანი ბურთის ფლობით? ან აიაქსთან დომინირებისას როგორ დავმარცხდით?

პირადად მე ნამდვილად არ მსურს, რომ მწვრთნელების ახალი თაობა ციფრებზე ორიენტირებული გაიზარდოს.

მოსაზრებების მოსმენა ყოველთვის სასარგებლოა და დიახ, თქვენ შეგიძლიათ მაკრიტიკოთ, მაგრამ მიმაჩნია რომ რასაც აქამდე გვასწავლიდნენ და რაც მომავალში გველოდება, უნდა გავაერთიანოთ უფრო დიდი შედეგისთვის.

ფეხბურთელები – ნამდვილი ვარსკვლავები რომლებიც ფეხბურთს თამაშობენ, ჩვენ მწვრთნელებმა უნდა შევუქმნათ კომფორტული გარემო, რათა მათ მაქსიმუმი აჩვენონ.

დიახ, ისევ და ისევ ადამიანებს შეუძლიათ ჩემი გაკრიტიკება სათამაშო სტილის გამო, მაგრამ მწვრთნელის უპირველესი მოვალეობა ყოველთვის შედეგი იქნება.

მიმდინარე სეზონში ჩვენ სამი დაუვიწყარი შეხვედრა ჩავატარეთ..

ვალენსიასთან სტუმრად, მანჩესტერთან შინ და ატლეტიკოსთან ასევე შინაურ კედლებში.

ამ სამი მატჩიდან ინგლისელებთან დაპირისპირება საუკეთესოდ მიმაჩნია, მაგრამ რატომღაც მას არავინ იხსენებს.. ბუნებრივია მარცხის გამო.

ბედნიერი ვარ რომ კარიერის მანძილზე მილანში და იუვეში მომიწია მუშაობა.. ამ ორ კლუბს განსაკუთრებული ფილოსოფია გააჩნია და არ ღირს სწრაფვა დავემსგავსოთ ბაიერნს ან ბარსელონას.

ბარსელონალივერპული? ყველაფერი მარტივად არის.. ინგლისელებს სამი სუპერ მომენტი ჰქონდათ, ხოლო ესპანელებს ოთხი და აქედან სამი გაიტანეს..

სხვაობა ფეხბურთელებშია, რომლებიც სხვაობას ჰქმნიან.. ბარსას ასეთები არ აკლია და ლივერპულს რაოდენ კარგადაც არ უნდა ეთამაშა, მათთვის ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა.

ბოლო 10-15 წუთში ლივერპულს უფრო მეტის გაშვებაც შეეძლო.. იგივე დაემართათ რაც ჩვენ, როდესაც უაზრო გოლის გამო პანიკა დაგვეტყო.

ჩემპიონთა ლიგა ყოველთვის იყო ჩვენი მიზანი მსგავსად სკუდეტოსი და იტალიის თასის.. სანუკვარი და ამავე დროს საკმაოდ რთული მიზანი.

ამსტერდამელები შეგვხდნენ მაშინ, როდესაც 5 სასტარტოს წევრი არ გვყავდა.. ანალოგიური პრობლემა ჰქონდა ტოტენჰემსაც..”

არ ვაკნინებ აიაქსის შედეგს, მაგრამ ახლა სადაც არიან ეს დიდი გამართლების ხარჯზე არის მომხდარი.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
5 years ago

ვაიმე ბიჭო რა ყ..ა ტიპი! ვდომინირებდით აიაქსთანო)) ივანიშვილივით არის ეს დედა…ლი. ყველაფერი კარგად არის და თქვენ ვერ ხვდებითო რაა))

OLD Juventus
OLD Juventus
5 years ago

როგორ პოლიტიკოსები ცდებიან ხოლმე რეალობას ესეც ასეა, აიქსთან დომინირებდნენ?

ფიცხელა
ფიცხელა
5 years ago

ერთ რამეში დავეთანხმები მაქსს იაქსს კარგად თამაშის გარდა საშინლად უმართლებს, მეორე თამაშის 2 მიწერია მჯერა სონთან და კეინთან ერთად აიაქსს გაღუნავენ

| Newsphere by AF themes.
3
0
Would love your thoughts, please comment.x