ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფეხბურთელების შეფასებები

გთავაზობთ მატჩისშემდგომ შეფასებებს:

შესნი – 6 – ლუკიჩის მომენტზე ვერაფერს იღონებდა, ხოლო დანარჩენ შემთხვევებში ყურადღებით მოქმედებს.

კანსელუ – 5 – პიანიჩზე აუტიდან ბურთის შეყვანა ცალკე ისტორიაა და იქ უფრო ბოსნიელის ბრალეულობაა, თუმცა თავად 1-1 ზე თამაშის დროს უშვებს უამრავ შეცდომას.. და მისი ჩაწოდებები კიდევ სხვა ისტორია.. არცერთხელ არ მივიდა ადრესატამდე..

ბონუჩი – 6 – ბელოტი ორჯერ გაცდა და.. პრინციპში ამით შემოიფარგლება მისი შეცდომები.. სხვა მხრივ კარგად მოქმედებს.

კიელინი – 6.5 – კაპიტანი როგორც ყოველვის მოწოდების სიმაღლეზეა.. აჩერებს ყველას და ყველაფერს.

სპინაცოლა – 6.5 – მთელი მატჩის განმავლობაში რეაქტიულივით მოქმედებდა მარცხენა ფლანგზე და მუდმივად ამყოფებდა მეტოქეს დაძაბულობაში.. იჭერდა მაღალ ტემპს და მუდმივად თავაზობდა პარტნიორებს შეტევის განვითარებას. ცდებოდა იმიტომ რომ სურდა უფრო მეტი გაეკეთებინა.. სწორედ მის გადაცემას მოყვა კრიშტიანოს გოლი.

კუადრადო – 5 – მისი მოქმედებების ახსნა სიმართლე ითქვას რთულია.. შეცდომები და პოზიციის ხშირი დაკარგვა.

პიანიჩი – 5 – საკმაოდ დაბნეული გამოიყურებოდა.. აჩუქა ტოროს გოლი რომელიც რონალდუ რომ არა გამარჯვებას მოუტანდა ხარებს.

მატუიდი – 6 – პირველ 45 წუთში თანაგუნდელებიდან ალბათ ყველაზე კონცენტრირებული და სახიფათო.. მეორე ნახევარში შედარებით მოეშვა, მაგრამ მისი წვლილი არასდროს არ უნდა დავივიწყოთ.

ბერნარდესკი – 5.5 – ბევრ შეცდომას უშვებს, თუმცა ცდილობს პარტნიორებს დახმარების ხელი გაუწოდოს. მატჩის ბოლოს გადაღლილობამ იძალა და ცოტაოდენ ნერვოზული ხდება, რის გამოც იღებს ყვითელ ბარათს და ტოვებს მინდორს.

რონალდუ – 7 – აი ვინც არ ნებდება და ინარჩუნებს ცივსისხლიანობას სწორედ კრიშტიანოა.. ცდილობს პარტნიორების გამოფხიზლებას და შეტევაში წაყვანას.. იმდენად არ უყვარს მარცხი, რომ ამ ენერგიას პარტნიორებსაც სდებს.. იტანს ეფექტურ გოლს და განაგრძობს ბრძოლას ბომბარდირობისთვის

კინი – 6 – პერიოდული აფეთქებებით.. ტოროს მცველებმა მშვიდი საღამო არ მოუწყეს, მაგრამ მოიზე არ ნებდებოდა და თავის შანს ბოლო წუთამდე ეძებდა.

12 thoughts on “ფეხბურთელების შეფასებები

  1. არ ვამართლებ ალეგრის ამ თამაშზე, მაგრამ არც მაგის ბრალია. გუნდს მოგებული აქვს სკუდეტო უკვე და უმოტივაციოდ იყო, პიანიჩს ალეგრიმ დაავალა მიეცი პასი და გაატანინეო? ზამენაზე დეშილიო რატომ გამოიყვანაო? ბარძალი, კასერესი, პნსოლიო და დანარჩენი ყველა პრიმავერას სასტავი ყავდა, დაიღალა და შეცვალა, არ ყავდა სკამი. ბოლო საათებში მოუწია გადაწყობა. თან არ მისდიოდა თამაში კვადრატას და შეცვალა. დატესტა შუა ხაზში კუადრადოც და კანსელოც დეშილიოს შემოყვანით (თუმცა არცერთმა გაამართლა და ტყუილად იგონებს და ცდილობს ვინმესგან ნახევარმცველის შექმნას). გუნდმა ოჯვა უფრო ჩემი აზრით და პიანიჩი გაატანონ 70ად რეალს, თუ მოსყიდული იყო სპეციალურად არ უქნია ეგ. მაგრამ ეს თამაში დაწერილი იყო წინასწარ

  2. ბევრი რამე ალეგრის ბრალია მაგრამ არა ყველაფერი. არავინ ამბობს სეზონის 50 ივე მატჩი უშეცდომოთ უნდა წარმათონო მაგრამ აი საწყის წუთებზე კიელომ რა ქნა ჩაწოდებაზე ბელოტის რომ მოხვდა ბურთი ბევრჯერ გადავახვიე, რენე იგიტობას აპირებდა თუ რამე უხილავი ძალამ კრა ხელი ვერაფერი გავიგე. ის რომ გოლი გასულიყო ალეგრის მივსდგებოდით გინებით მაგრამ ალეგრივ დაავალა ეგ? ფაქტია რომ გუნდი უბურთოდ ვარჯიშობს და აზრზე არ არიან ბურთით რა მოიმოქმედონ.

  3. ეხლა რომში ნახეთ თქვენ ავტობუსი)) ნაპოლისთან თამაშის რიმეიქი გველის)) კიდე ბლომად გააქვს რონალდოს ამ ქვეშაჯვიას ხელში

  4. ახლა მაინც რა იყო დასაკარგი რო შეეტია და კალმა კალმა დს ეს დეშილიო რო არ გვეყურებინა. კაცი ბომბარდირობაზე ჩალიჩობსო ტვითონ თქვა და მცველი გამოუყვანა.
    ალეგრის .. .. ..

  5. ალეგრი 2
    ჩააკვდა ამ დეშილიოს.
    რონალდო უკვე მეცოდება ამ ს.ი.რ.ის ხელში…
    გაათანაბრა, გუნდი დაიმუხტა შეტევა გახურდა და დეშილიო ეგრევე.
    #AllegriOut

  6. alegris shefaseba dagvaviwyda .. nu sheileba itqvas ro tavisi taktikuri gadaadgikebit meore taimshi gausazlis mdgomareobashi ayenebs torinos … rogorc wina turshi intertan . forza alegri)))

    1. ბო ზი შვ ილი ვიყო თუ ვხვდებოდე ალეგრის ერთი კაცი მაინც რატო აქებს. სექტა ხართ

      1. magas mec ver xvdebi dzmao , eg komentari alegrize gavigadave… imito ro interis mere egre sheafasa davitma alegri tavis shefasebashi rac dzaan rbilad ro vtqva gaugebaria .,.. interis mere shefaseba iyo is ro meore taimshi gausazlis mdgomareobashi chaagdo alegrim merdebio tavisi taktikuri svkebito. nu gaugebaria eg ambavi, albat sxva tamashsd vuyure me

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.