იუვენტუსი საქმეში ბრუნდება
საკმაოდ მნიშვნელოვანი ცნობები გამოქვეყნდა ესპანურ მედიაში:
ბარსელონას მატიას დე ლიგტის ტრანსფერზე პრობლემები ექმნება..
საქმე იმაშია, რომ მათ ეს გარიგება უკვე გაჩარხული ეგონათ მაგრამ მინო რაიოლამ გეგმები არია..
აგენტის მოსაზრებით მისი კლიენტის დღევანდელი მოთხოვნები მისი სათამაშო ხარისხის კუთხით გაზრდილია..
კატალონიელები კი ამ ყოველივეს ეჭვის თვალით უყურებენ და როგორც ჩანს არ აპირებენ რაიოლას მოთხოვნებს დათანხმდნენ..
თავად მინო საკუთარ კლიენტზე ყოველთვის ზრუნავს და ცდილობს მისთვის იდეალური გარემო შეუქმნას..
ამიტომაც ურჩევნია დე ლიგტი ტურინში გადაიყვანოს, სადაც ფეხბურთელის მახასიათებლები კიდევ უფრო დაიხვეწება, რადგან იტალიური დაცვის სკოლა მსოფლიოში საუკეთესოა..
იუვენტუსი საქმეში ბრუნდება, რაც გარკვეულწილად აგენტის დამსახურებაც არის და ახლა საინტერესოა, რამდენად მზად არის ტურინი მცველში დიდი ინვესტირებისთვის.
სულ თავდასხმელებში ვისვრით ფულს ერთხელ მცველში გავისროლოთ რა მოხდება. მარა მე მაინც ვფიქრობ ამ გუნდს არაფერი არ ჭირს რა ეს 2 წელი მწვრთნელი ძააან ურევს განსაკუთრებით წელს.აი წარმოდგენა არ მაქ რა სტილს თამაშობენ ტო.დიბალა საერთოდ გააქრო კოსტაც.ნუ სპინაცოლას და კინის არსებობა მეორე ტურის მიწურულს გაახსენდა.ბერნარდესკის ვაფშე ვერ იყენებს მეტი რაღა ვთქვა.წაგებული მატჩები თითქმის ყველა მატჩი გინდ სერია ა-ში გინდ ლიგაზე დამსახურებულად წავაგეთ
70 მილიონი ნაღდათ ღირს… დროულად დახურონ ტრანსფერი ჯობია