ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მოიზ კინი:”ფეხბურთი რომ მეთამაშა ბურთს მღვდელს ვპარავდი”

მოიზ კინმა ბავშობის ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც ფეხბურთის თამაშის გამო ბურთს მღვდელს პარავდა:

“დიახ, ეს სიმართლეა.. ტურინთან ახლოს მყოფ ქალაქში გავიზარდე, სადაც ფეხბურთს ყოველ ხელსაყრელ მომენტში ვთამაშობდი..

მახსოვს მღვდელი რომელიც ძალიან კარგი ადამიანი იყო, ყოველთვის ჰქონდა ეკლესიის ეზოში ბურთი..

ველოდებოდი, როდის ავიდოდა მაღლა სართულზე, რომ გადავსულიყავი და ამეღო..

სხვათაშორის მოედანი, რომელიც ასფალტის იყო, სწორედ ამ ეკლესიის უკან მდებარეობდა.. და ყოველი კვირის ბოლოს 6-6-ზე ვთამაშობდით..

იმისათვის, რომ მონაწილეობა მიგვეღო, თითოეულს 10 ევრო უნდა დაგვედო..

მახსოვს, როგორ ვსესხულობდი, ვიპარავდი და რას აღარ ვშვებოდი, რომ ფული მეშოვა და ფეხბურთი მეთამაშა!

იყო მომენტი, როდესაც მთელი გუნდისთვის მე მომქონდა 60 ევრო, მაგრამ ხელცარიელებიც არაერთხელ წამოვსულვართ..

ასეთი ეპიზოდები არასოდეს გავიწყდება.. სწორედ აქ ვისწავლე ფეხბურთის თამაში.. აქ მივხვდი რა არის წარმატებისთვის დაუღალავი ბრძოლა..

ახლა კი როდესაც ჯორჯო კიელინის წინააღმდეგ მიწევს თამაში, ის ასეთი მრისხანე აღარ მეჩვენება..

თუმცა, ასეც არ არის..

რამდენიმე კვირის წინ ვცადე მის წინააღმდეგ ცრუ მოძრაობის გაკეთება და ისე ძლიერი დარტყმა მივიღე, რომ ფეხი ახლაც მტკივა.. ის ცუდი ადამიანია (იღიმის)

პაულო დიბალას ყურება ერთი სიამოვნებაა.. ვფიქრობ ხოლმე, როგორ ახერხებს ბურთთან ამ ყველაფრის ჩადენას..

მადლობა მინდა ღმერთს გადავუხადო ყველაფრისთვის რაც ახლა გამაჩნია, რადგან ბავშობაში ფეხბურთი რომ მეთამაშა ბურთს მღვდელს ვპარავდი..”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ტრიდე
ტრიდე
5 years ago

ვა რა საინტერესოა

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x