ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კორიერე:”პსჟ-ს გარდა ალეგრით ბარსელონაც დაინტერესდა”

მაქს ალეგრის მომავალზე კორიერე დელა სპორტიც საუბრობს:

სიტუაცია ტოსკანელთან მიმართებაში არცთუ ჯანსაღად გამოიყურება..

იუვენტუსის ხელმძღვანელებს შორის გამართულ გუშინდელ შეხვედრაზე, აქტიურად განიხილებოდა მაქსის მხრიდან წამოყენებული მოთხოვნები, რაზეც შემდგომ ბიანკონერის პრეზიდენტი მწვრთნელთან პირისპირ გაივლის..

როგორც ჩანს მხარეები მივიდნენ დასკვნამდე, რომ მისი ამ წინადადების მიღება არ არის შესაძლებელი და კლუბი ალტერნატიულ ვარიანტებზე ერთვება..

თავის მხრივ მაქს უკვე ამ ეტაპზე მაგიდაზე უდევს პსჟ-ს წინადადება, თუმცა უკანასკნელი რამდენიმე საათის მანძილზე ესპანეთიდან შთამბეჭდავი სიახლეები გავრცელდა..

ბარსელონაში ერნესტო ვალვერდეს მომავალი ფაქტიურად გადაწყვეტილია და კოპა დელ რეის შემდეგ იგი დატოვებს დაკავებულ თანამდებობას..

მის ერთ-ერთ შემცვლელად კი სწორედ ალეგრი სახელდება.. იტალიელის გარდა კატალონიელები აიაქსის ამჟამინდელ დამრიგებელსაც განიხილავენ..

ასე რომ მაქს მსურველები არ აკლია.. თავად იუვენტუსს კი რეალურად ამ ეტაპზე მხოლოდ ანტონიო კონტეს უკავშირებენ..

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x