ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

Gazzetta:”რა მოხდა გუშინ და რის გამო შეიქმნა უაზრო პანიკა?”

გაძეტა დელო სპორტი დეტალურ ინფორმაციას გვაწვდის გუშინდელ მოვლენებზე.. თუ რატომ დაიწყო ქაოსი იუვენტუსის მთავარი მწვრთნელის გარშემო:

საქმე იმაშია, რომ გუშინ ანდრეა ანიელი წესით და რიგით უეფას სამიტზე შვეიცარიაში, კერძოდ ნიონში უნდა გამგზავრებულიყო.

იტალიელმა გეგმები შეცვალა და იქ მისი ერთ-ერთი წარმომადგენელი გააგზავნა, თავად კი ტურინში დარჩა, სადაც ფაბიო პარატიჩთან და პაველ ნედვედთან ერთად ხანგრძლივი კონსულტაცია გამართა.

საქმე შეეხო გუნდის მომავალს ტექნიკურ და სხვა მიმართულებებს.. კომერციული, მარკეტინგული, სატრანსფერო და ბუნებრივია მთავარ მწვრთნელს..

მაქს ალეგრის პსჟ-მ მსუყე წინადადებით მიმართა.. ყველამ კარგად იცით თუ რა შეთავაზეს ფრანგებმა ტოსკანელს და მისი თავიდან მოყოლით თავს არ მოგაწყენთ.

ალეგრის მთავარი სურვილი ტურინში დარჩენაა და ეს ინფორმაცია ფაბიო პარატიჩიმ ანდრეას უკვე მიაწოდა..

პაველ ნედვედი აქტიურად უჭერს მხარს ანტონიო კონტეს კანდიდატურას, თუმცა უშუალო კონტაქტი ექს იუვენტინოსთან ჯერჯერობით არ შემდგარა.

ამ შეხვედრის შემდეგ, უნდა ვივარაუდოთ რომ ბიანკონერის პრეზიდენტი უახლოეს დღეებში თავად მაქს ალეგრისაც შეხვდება, სადაც საბოლოოდ გადაწყდება რა მოლოდინი აქვთ მხარეებს ერთმათისგან და შეუძლიათ თუ არა ისევ ჰარმონიულად მუშაობის გაგრძელება.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
koba del piero giorgadze
koba del piero giorgadze
5 years ago

რა დაამტკიცა წლევანდელმა ლიგამ? დაამტკიცა ის რომ მთავარი ტაქტიკურად სწორი თამაშია ბარსელონას ტაქტიკური სახის შეცდომა რომ არ დაეშვა ახლა ფინალში იქნებოდა კი არ უნდა გაუშვან ვისაც ითხოვს ისინი უნდა მოუყვანონ კაცი პოგბას და ისკოს ითხოვს და ესენი რაკიტიჩს რაბიოს და ძანიოლოს მიყვანას თავაზობენ ლიგის ვერ მოგებაში ვინაა დამნაშავე?

რ ე ა ლ ი ს ტ ი
რ ე ა ლ ი ს ტ ი
5 years ago

პაველამ ულტიმატუმი წამოაყენოს ან ალეგრის გაუშვებ ან მე წავალო და ეგაა რა ისე ამას ვერ მოიშორებენ რადგან იცის იუვეს იქით ვერაფერს იზამს, ნუ ტაქტიკოსია მაგრამ დღეს ტაქტიკაზე მეტად სხვა რამეები ფასობს წლევანდელმა ლიგამ დაამტკიცა ეს

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x