ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დი მარციო:”კონტე ინტერს უახლოვდება და არა იუვეს, მაგრამ..”

ჯანლუკა დი მარციო ალეგრი-კონტეს თემაზე:

გავრცელებული ცნობები ანტონიო კონტეს ტურინში შესაძლო დაბრუნებაზე არის ჭორი! ისინი არცერთი სანდო წყაროს მიერ არ არის დადასტურებული.

ამ მხრივ უახლოეს დღეებში არც არაფერი შეიცვლება, რადგან ანტონიო ინტერის მესვეურებთან ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს და იგი ძალზედ ახლოს არის სერია ა-ში დაბრუნებასთან.

მაქს ალეგრის მომავალთან დაკავშირებით ახალი არაფერია..

ყველაფერი გადაწყდება მასსა და ანდრეა ანიელის შორის მოახლოებულ შეხვედრაზე, რომელიც ჯერ არ შემდგარა, თუმცა მხარეებმა უკვე იციან ერთმანეთის მოთხოვნების შესახებ თითოეული დეტალი.

ტოსკანელს გუნდის გაძლიერება კონკრეტულ ზონებში და უშუალოდ ჩემპიონთა ლიგისთვის ბრძოლა სურს, თუმცა ხელმძღვანელობა ეჭვის თვალით უყურებს მის იდეას, რადგან მათი მოსაზრებით ასეთ შემთხვევაში კლუბი შესაძლოა სეზონის ბოლოს ყველანაირი ტიტულის გარეშე დარჩეს..

ჯერჯერობით სწორედ ეს სატრანსფერო საკითხები ყოფენ მხარეებს შეთანხმების მიღწევასთან..

სატრანსფერო კუთხითაც ამ ეტაპზე კითხვის ნიშნები არსებობს, რადგან მაქს პოლ პოგბა და ისკო ალარკონი სურს, მაშინ როდესაც ხელმძღვანელობა ალტერნატიულ ვარიანტებად ნიკოლო ძანიოლოს, ფედერიკო კიეზას, ტანგი ნდომბელეს, ადრიენ რაბიოს და ივან რაკიტიჩიდან სამ მოთამაშეს თავაზობს..”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
5 years ago

ზანიოლოებით და კიეზებით არ მჯერა რა

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x