ინგლისური მედია:”პოჩეტინოსთვის იუვე საინტერესო ვარიანტია”
უკანასკნელი რამდენიმე საათის განმავლობაში, მედიაში აქტიურად მუსირებს მაურისიო პოჩეტინოს სახელი და გვარი..
ინგლისიდან წამოსული ცნობების თანახმად, ტოტენჰემის მთავარი მწვრთნელისთვის ეს სეზონი შესაძლოა უკანასკნელი გახდეს ლონდონურ კლუბში, სადაც 5 წელიწადი გაატარა..
ბრიტანელი ჟურნალისტების მტკიცებით, იგი მოხიბლულია იუვენტუსის ინტერესით და არ არის წინააღმდეგ კარიერა იტალიაში გააგრძელოს.
თუმცა, პირველ რიგში ანდრეა ანიელი მაქს ალეგრის უნდა შეხვდეს, რომლის მოთხოვნები კლუბის ხელმძღვანელობის მიმართ უკვე ცნობილია.
Eg gaascorebda