მაქს ალეგრის წინასამატჩო პრესკონფერენცია
გთავაზობთ მაქს ალეგრის წინასამატჩო პრესკონფერენციას:
“მედიაში ბოლო 48 საათის მანძილზე გამოქვეყნებული სიახლეები ჩემთვის სასაცილო იყო..
გარკვეული კუთხით ეს კარგია, რადგან იუვემ ჩემპიონობა ნაადრევად გაიფორმა და დასაწერი არაფერი იქნებოდა.
პრეზიდენტთან შეხვედრა მომავალ კვირაში გაიმართება და ჩვენ დეტალურად გავივლით ყველა საკითხს, რომელიც ამ პერიოდში დაგროვდა..
ეს იქნება სტანდარტული ტიპის, როგორც ყოველი წლის ბოლოს, უბრალოდ ახლა ამ ყველაფერს გაცილებით დიდი ხმაური მოყვა..
მიზეზი? ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალიდან გამოვარდნამ სიტუაციაზე ძლიერ იმოქმედა..
ჩვენ დიდებული 5 წლიანი პერიოდი გავიარეთ და უკან მოხედვისას სიამაყის გრძნობით ვივსვები..
დარჩენასთან დაკავშირებით საკუთარი გადაწყვეტილება აიაქსის შემდეგ გაგანდეთ.. იუვეში მსურს დარჩენა..
ახალი სამ წლიანი პროექტი? აქ ამაზე ვერაფერს გეტყვით.. თუ ანდრეა ანიელისთან შეთანხმების მიღწევა მოხერხდა, შემდგომ უკვე ყველაფერს თავადვე შეიტყობთ..
ტექნიკურ დეტალებზე ფაბიო პარატიჩისთან და პაველ ნედვედთან ბევრი საკითხი შეთანხმდება.. მაქვს ჩემი შეხედულება თუ რა პოზიციებზე გვმართებს გაუმჯობესება..
პაულო დიბალა შარშანდელ სეზონში მარიო მანჯუკიჩთან და გონსალო იგუაინთან ერთად მოქმედებდა..
კრიშტიანო რონალდუ განსხვავებული ტიპის ფეხბურთელია და ლა ჯოიას როლიც ბუნებრვია განსხვავებულია.
იუვეში ახლაც არიან ბევრი ფეხბურთელები, რომლებსაც შეუძლიათ პროგრესირება.. იგივე პაულოს.. როდრიგო ბენტანკურს, ჟოაო კანსელუს, ალექს სანდროსაც და დუგლას კოშტასაც კი..
კანსელუ პრესინგის დროს, ჩვენი ნახევრიდან ბურთის ამოტანის თვალსაზრისით დიდ დახმარებას გვიწევს.. მსგავსად ბენტანკურისა.
არის თუ არა ხელმძღვანელობის მხრიდან იგივე სურვილი? ყველას არ და ვერ მოვეწონები..
წარმოდგენაც კი არ შემიძლია ამ წლების მანძილზე სეზონი ტიტულების გარეშე, რომ ჩამეტარებინა რას მიზამდნენ.. ალბათ კოცონზე ცოცხლად დამწვავდნენ..
ჩვენ სეზონიდან სეზონამდე კარგ, ჯანსაღ და ჰარმონიულ ურთიერთობაში ვიმყოფებით..
ერთად ვმუშაობთ ყველა დეტალზე და მომავალ კვირას პრეზიდენტთან საუბრისას სწორედ ამ ყველაფრის გაგრძელება არ გაგრძელების საკითხი გადაწყდება
რომასთან უფრო კონცენტრირებულად ყოფნა გვმართებს, ვიდრე გასულ შეხვედრებში..
შემდგომ უკვე ატალანტასთან დაპირისპირება გველის, რომელიც ნამდვილი დღესასწაული უნდა იყოს.”
მომავალ სეზონში თუ იკარდიც მანდ დარჩა სკუდეტოზე კონკურენციას ზუსტად ინტერი გაუწევს … ლუკაკუ და გოდინი ძაან გააძლიერებს ყლინტერს
მოკლედ კონტე ინტერში გადაწყვეტილია და როგორც ჩანს პირველი ტრანსფერი ლუკაკუ იქნება კონტეს მოთხოვნით
Es adgili ver gavige kvelas mosaconi ver viknebio shepoba igulisxma???
Eseigi aris kitxvis nishnebi gagrdzeleba ar gagrdzelebao axsena ragac pikrebi mis shecvlastan dakavshirebit aqvs anielus ase gamodis vnaxot